ვარკეთილში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მამა-შვილის, ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, სამგორის რაიონში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მამა-შვილის, ბადრი და ვახტანგ გზირიშვილების სახელობის ქუჩა გაიხსნა. ცერემონიალს, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო

ბადრი გზირიშვილი აფხაზეთის ომის მონაწილე გახლდათ, რომელიც სოფელ ტამიშში რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და სეპარატისტების დესანტის თავდასხმის შედეგად, დაიღუპა.

ვახტანგ გზირიშვილი კი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული კაპრალი გახლავთ, რომელიც სოფელ ტბეთთან, რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად, ბრძოლის ველიდან დაჭრილი სამხედროების სამშვიდობოზე გამოყვანისას, დაიღუპა. ვახტანგ გზირიშვილი დაჯილდოებულია მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. გარდაცვალების შემდეგ კაპრალს ვახტან გორგასლის სახელობის პირველი ხარისხი მიენიჭა.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares