ვაკის რაიონში დასასვენებელი სივრცეების განახლება მიმდინარეობს

კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეების შექმნა ვაკის რაიონის გამგეობისერთ-ერთი პრიორიტეტია. შესაბამისად, ინფრასტრუქტურული პროექტებისფარგლებში, დასასვენებელი სივრცეების რეაბილიტაცია სხვადასხვა უბანშიმიმდინარეობს.სარემონტო სამუშაოები ხორციელდება ქუთათელაძის N17დ-ს მიმდებარედ. იგებაფილები, მონტაჟდება ახალი საპარკო ავეჯი, საბავშვო მოედანზე რბილი საფარიგაკეთდება. ტერიტორიაზე უკვე განახლებულია სპორტული მოედანი.სკვერისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, ასევე, ნუცუბიძის Iმიკრორაიონის N9-10 კორპუსების მიმდებარედ გრძელდება. დაახლოებით, 3000 კვ.მფართობის სივრცე დაიყო ზონებად, როგორც ბავშვებისთვის, ასევეუფროსებისთვის. ტერიტორია აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით, მოეწყობადასასვენებელი პავილიონი. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს სპორტულიმოედნის განახლება. გარდა ამისა, მოეწყობა ფიტნეს ზონები და ჩატარდებაგამწვანების სამუშაოები.კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე ვაჟა-ფშაველას V კვარტლის I-II კორპუსებისმიმდებარედ, 5 000 კვ.მ ფართობზე, ეწყობა. მიმდინარეობს სპორტული მოედნისგანახლება, ეწყობა საბავშვო-გასართობი მოედანი და მოსასვენებელი პავილიონი.ტერიტორიაზე, ასევე განთავსდება ფიტნეს ზონა, დაირგვება ხე-მცენარეები,მოეწყობა სასეირნო ბილიკი. გარდა ამისა, მოწესრიგდება და გამწვანდებაკორპუსების მიმდებარედ არსებული ფერდობებიც.სამუშაოები რამდენიმე მონაკვეთზე ხორციელდება. აღსანიშნავია, რომტერიტორიაზე ჩატარდა ხეების სხვლა-ფორმირების სამუშაოები.საზოგადოებრივი სივრცის განახლების პროცესი, ასევე ბაგებში, ზურაბსაკანდელიძის N8-ის მიმდებარედ სრულდება. პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაშესაბამისი ინვენტარით უკვე აღიჭურვა, დაიგო ფილები, გაკეთდა ღობე და ეწყობასაბავშვო მოედანი. აღნიშნული დასასვენებელი სივრცე გაფორმდება მულჩით.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება