ეს ყველაფერი არ არის გასაკვირი იმ ადამიანისგან, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტში შემოგვივარდა

სამწუხაროა, როდესაც ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე ხდება ასეთი ინციდენტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მგალობლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„როგორ ფიქრობთ, ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრები მივედით ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე და იქ სპეციალურად გაილახა ვატო წერეთელი?! ეს ხომ აბსურდია. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იქ ყოფილიყო პროვოკაცია, მივიდა ანრი ოხანაშვილთან და ყურში ჩასურჩულა ისეთი უმსგავსი და უკადრისი სიტყვები, რასაც ქართველი კაცი ვერ აიტანს და ასეთ პროვოკაციას ყოველთვის ადეკვატური პასუხი გაეცემა. იქ მოხდა მცირე შეხლა-შემოხლა. ეს ყველაფერი არ არის გასაკვირი იმ ადამიანისგან, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტში შემოგვივარდა – ასეთი ადამიანისგან ყველაფერია მოსალოდნელი“, – აღნიშნა მგალობლიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება