ესპანეთში კორონავირუსით ახალ ინფიცირებულთა რიცხვმა იკლო. ბოლო დღე-ღამის მანძილზე ქვეყანაში 4273 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კლება აღინიშნება ასევე გარდაცვალების მაჩვენებელშიც.
ბოლო დღე-ღამის მანძილზე ესპანეთში ვირუსით 637 პაციენტი დაიღუპა.
ცნობისთვის, ესპანეთში კორონავირუსის 135 032 შემთხვევაა დაფიქსირდა. ვირუსით ქვეყანაში 13 055 ადამიანია გარდაცვლილი
