ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, რომელიც სამედიცინო სერვისების მიწოდებისხარისხს მუდმივად აუმჯობესებს, სიახლეა – ცენტრის ოთხივე ფილიალი ახალისამედიცინო ინვენტარით აღიჭურვა.გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და თურქეთისთანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) პარტნიორობისფარგლებში, ეროვნულ სკრინინგ ცენტრს გადაეცა შშმ პირებისთვისადაპტირებული ოთხი გინეკოლოგიური სკამი და ჰისტეროსკოპი, რომელიცსაშუალებას იძლევა, შესაბამისი საჭიროების მქონდე პირებმა სრულყოფილისამედიცინო მომსახურება მიიღონ.აღნიშნული სამედიცინო აღჭურვილობა და ტექნიკა ეროვნული სკრინინგ ცენტრისდირექტორმა ეთერ კიღურაძემ, UNFPA-ს საქართველოს ოფისის დირექტორ მარიამხანთან და TIKA-ს თბილისის კოორდინატორ ზეინეფ ბაირაქისთან ერთადდაათვალიერა.ეთერ კიღურაძემ სტუმრებს ცენტრის საქმიანობა, კიბოს სკრინინგის სახელმწიფოპროგრამის მიმდინარეობა, პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნითგაწეული ძალისხმევა და შშმ პაციენტებისთვის შეთავაზებული სამედიცინოსერვისები გააცნო.„კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, ვიამაყო ეროვნული სკრინინგ ცენტრისსამედიცინო სერვისის ხარისხის გაუმჯობესებით, რაც საშუალებას გვაძლევს, შშმპირებს, მაღალპროფესიონალ სამედიცინო პერსონალთან ერთად, სამედიცინოსერვისის მისაღებად, მათთვის მაქსიმალურად ადაპტირებული გარემოდავახვედროთ, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო თურქეთისთანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს და გაერო-ს მოსახლეობისფონდის საქართველოს ოფისს. ასევე, განსაკუთრებულია თბილისის მერიისწვლილი ზოგადად სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და ცენტრისუახლესი აპარატურით გადაიარაღების საქმეში. აქვე მინდა, მხარდაჭერისთვისმადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს, რასაც დიდად ვაფასებთ“, -განაცხადა ეთერ კიღურაძემ.ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, ასევე, იმყოფებოდნენ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე მელიქე ილმაზ ოზქიფერი, დედაქალაქის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის
თავმჯდომარე ზურაბ ჩიკვილაძე.ღონისძიების მონაწილეებმა კიბოს სკრინინგის შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს, რა მიმართულებითაც, მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოითქვა.