fbpx

ეკა სეფაშვილმა PACE-ს (საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა) კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობა მიიღო

დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში, საქართველოს პარლამენტის და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ეკა სეფაშვილმა PACE-ს კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ეკა სეფაშვილი მონაწილეობდა კომიტეტის განხილვებში ისეთ ანგარიშებზე, როგორიც არის „პროპაგანდა და ინფორმაციის თავისუფლება ევროპაში“, „მეტავერსის რისკები და შესაძლებლობები“ და „კულტურული იდენტობის წაშლის წინააღმდეგ ბრძოლა ომსა და მშვიდობაში“.

თავის გამოსვლაში ეკა სეფაშვილმა აღნიშნა რომ, აუცილებელია შემუშავდეს ქმედითი რეგულაციები, რომელიც გამოხატვის თავისუფლებასა და დეზინფორმაციას შორის არსებულ მყიფე საზღვარს გახდის უფრო მკაფიოს და შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფოებს ეფექტურად იბრძოლონ დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რაც მოსახლეობის უკეთესად ინფორმირების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

აღსანიშნავია, რომ კომიტეტის შეხვედრა გახსნა დანიის კულტურის მინისტრმა იაკობ ენგელ-შმიდტმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება