ეკა სეფაშვილი: წარმომიდგენია რამდენი საქმე იყო, სადაც გიორგი გახარია კერძო ინტერესებით ხელმძღვანელობდა

ეკა სეფაშვილი: წარმომიდგენია რამდენი საქმე იყო, სადაც გიორგი გახარია კერძო ინტერესებით ხელმძღვანელობდა. ეს კერძო ინტერესები კი ბოლოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ იქნა გამოყენებული „გული მწყდება, რომ გიორგი გახარია ოდესღაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა. მისივე თქმით, გიორგი გახარია მატყუარაა და პირველ რიგში, ის ატყუებს თავის ამომრჩეველს. „გული მწყდება, რომ გიორგი გახარია ოდესღაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, გიორგი გახარიას მიმართ კითხვები მსხვილ და გახმაურებულ საქმეებზე დაისვა. წარმომიდგენია რამდენი წვრილ-წვრილი საქმე იყო, სადაც ის ხელმძღვანელობდა არაკომპეტენტურობით, საქართველოს მიმართ გულგრილობით და კერძო ინტერესებით. შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ მისი ეს კერძო ინტერესები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ იქნა გამოყენებული. წარმომიდგენია მას რამდენი წვრილი დანაშაული ექნება ჩადენილი, რომელიც სააშკარაოზე არ არის გამოტანილი. სამარცხვინო საყურებელი იყო პარლამენტის დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომა, სადაც გახარია ცდილობდა თეთრზე შავის დამტკიცებას. გახარიამ მორიგ ჯერზე თავის ამომრჩეველს დაანახა, რომ არ შეუძლია დაიცვას თავის პოზიცია, შეასრულოს გაცხადებული მიზანი და ამოცანა. ის ყველა ფეხის ნაბიჯზე იტყუება და ატყუებს თავისავე ამომრჩეველს,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება