ეკა სეფაშვილი: ევროპარლამენტის სამარცხვინო რეზოლუციები უკვე აღარ გვიკვირს – საქართველოს მოსახლეობისთვის ამან ძალა დაკარგა

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ მორიგ მწვავე რეზოლუციაზე გააკეთა კომენტარი.

ეკა სეფაშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობამ უკვე დაინახა, რომ ამ რეზოლუციებში ტყუილისა და საქართველოსთვის საზიანო მოწოდებების მეტი არაფერი წერია, ამიტომ მათ გავლენა და ძალა დაკარგეს.

„ევროპარლამენტის სამარცხვინო რეზოლუციები უკვე აღარ გვიკვირს, თუმცა ერთი ნიშანდობლივი ტენდენცია გამოიკვეთა – რაც უფრო მეტ, უაზრო, ტყუილზე დაფუძნებულ რეზოლუციას იღებენ, მით მეტად აკლდება მათ რეზოლუციებს ძალა, გავლენა და სიმწვავე.

პირველი რეზოლუცია საქართველოს მოსახლეობამ, რა თქმა უნდა, ძალიან მწვავედ განიცადა, თუმცა, მას შემდეგ, რაც კარგად გაიაზრეს, რომ ასეთ რეზოლუციებში ტყუილის და საქართველოსთვის საზიანო მოწოდებების მეტი არაფერი წერია, მსგავსი ტიპის რეზოლუციებს აღარავითარი გავლენა აქვს მათზე“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება