„ევროპის სპორტის ქალაქი 2025“ – თბილისმა ახალი სტატუსი მოიპოვა

AECS Europe-ს გადაწყვეტილებით, თბილისი ევროპის სპორტის 2025 წლის ქალაქად დასახელდა – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემმუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მისი განმარტებით, ბოლო წლებში, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად,დედაქალაქში სპორტის მიმართულებით ბევრი პროექტი განხორციელდა.„მინდა, სასიხარულო და დასამახსოვრებელი ინფორმაცია მოგაწოდოთ. თბილისისაქვს ახალი სტატუსი – „ევროპის სპორტის ქალაქი 2025“. პირველად შევიტანეთგანაცხადი ამ სტატუსის მოსაპოვებლად და ცხადია, გვქონდა ამბიცია, რომვიმსახურებდით მას, მაგრამ ჩვენთვის მაინც მოულოდნელი იყო AECS Europe-სგადაწყვეტილება – კანდიდატის პრეზენტაციის შემდეგ, დაესახელებინა თბილისიევროპის სპორტის 2025 წლის ქალაქად“, – განაცხადა კახა კალაძემ.დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული სტატუსი მუნიციპალიტეტის მთავრობისმიერ სპორტის მიმართულებით გატარებული სწორი პოლიტიკის დასტურია.„ბოლო წლებში, სპორტის მიმართულებით, დედაქალაქში ბევრი რამ გაკეთდა.მადლობას გადავუხდი ფეხბურთის ფედერაციას თანამშრომლობისთვის.თბილისში ევროპული სტანდარტის ბევრი საფეხბურთო სკოლა მოეწყო,რეკრეაციულ სივრცეებში განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სპორტულისივრცეების მოწესრიგებას, სატრენაჟორო ზონების მოწყობას, რათა ვარჯიშისშესაძლებლობა ყველა თაობის წარმომადგენელს ჰქონდეს. პროექტის ფარგლებში,ჩვენი დელეგაცია ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც 2025 წელსგანსახორციელებელი პროგრამები გაიწერება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება