მე რიგითი საქართველოს მოქალაქე ედიშერ გვენეტაძე მოვითხოვ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უცხო ქვეყნების აგენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელმაც პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულების დროს, პირდაპირი ეთერით მოუწოდა და წააქეზა მომიტინგეები შეეტიათ და ცოცხლად დაეწვათ ქართული სახელმწიფოს სამართალ დამცველები, – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას, რომლის თანახმად, პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა. როგორც მან აღნიშნა, არავინ უნდა იფიქროს, რომ ე.წ. “სინდისის” პატიმრები ოდესმე მოინანიებენ იმ საშინელებას, რაც ჩაიდინეს. “ნათქვამია-“მგელი არასდროს არ მოიშლის მგლობასა”. აქედან გამომდინარე: არავინ იფიქროს ე.წ. “სინდისის” პატიმრები ოდესმე, რომ მოინანიებენ იმ საშინელებას, რაც ჩაიდინეს; არასდროს იფიქროთ, რომ რომელიმე “სინდისის” პატიმრის მშობელი იტყვის ოდესმე, ჩემმა შვილმა ეს რა უბედურება ჩაიდინაო; არავინ იფიქროს, რომ ოდესმე გაუელვებს ჭიჭინაძის, ცეცხლაძის…დედებს აზრი იქნება იმ პოლიციელის “დედაი ჩემზე მწარედ ტირისაო”; ამიტომაც მე რიგითი საქართველოს მოქალაქე ედიშერ გვენეტაძე მოვითხოვ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უცხო ქვეყნების აგენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ. რომელმაც პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულების დროს, პირდაპირი ეთერით მოუწოდა და წააქეზა მომიტინგეები შეეტიათ და ცოცხლად დაეწვათ ქართული სახელმწიფოს სამართალდამცველები. დამნაშავეთა ნამოქმედარი შედეგი სახეზეა”, – წერს ედიშერ გვენეტაძე