დღესაც ლოცვის მაგიერ რაღაც მანიფესტებს თხზავენ!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირმა ზავრადაშვილი ნაც.სექტანტების მანიფესტზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“გილოცავთ გიორგობას, მორწმუნენო, ვისთვისაც დღევანდელი დღე საქართველოს მფარველი წმინდანის ხსენების დღეა და არა „ვარდების რევოლუციად“ წოდებული სახელმწიფო გადატრიალების მორიგი წლისთავი. შეპრყობილთ სჩვევიათ ყველაფრის წაბილწვა, რასაც კი ეხებიან – იქნება ეს მოზარდი თაობების მენტალიტეტზე შეტევა თუ ერის ერთ-ერთი მთავარი სულიერი დღესასწაულის პოლიტიკით გასვრა. არაუშავს, წმინდა გიორგის ამით არაფერი დააკლდება, აი სექტანტები კი სწორედ წმინდა გიორგის მეოხებით დღეს ზუსტად იქ არიან, საითკენაც 20 წლის წინ დაიწყეს სვლა, როცა წმინდა დღესასწაულის საკუთარ სამსახურში ჩაყენება გადაწყვიტეს. დღესაც ლოცვის მაგიერ რაღაც მანიფესტებს თხზავენ და სულიერებაზე ფიქრის ნაცვლად ერთსა და იმავე მდინარეში უკვე მერამდენედ აპირებენ შეტოპვას. რას იზამ, ეს მათი არჩევანია. იმიტომაც არიან იქ, სადაც არიან. წმინდა გიორგი კი საქართველოს დაიფარავს და დაგვეხმარება მშვიდობის შენარჩუნებასა და ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანაში. მრავალ გიორგობას დაგასწროთ ღმერთმა!” წერს ირმა ზავრადაშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება