დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ყველა ქალბატონს ულოცავს ქალთა საერთაშორისო დღეს

🌷დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მანანა (მაცაცო) ნარიმანიძემ ქალთა საერთაშორისო დღე მრავალშვილიან დედებს, ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ ქალბატონებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ დუშეთის ბატალიონის წევრთა მეუღლეებს პირადად მიულოცა. 🌷მან მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 16 ქალბატონს სიმბოლური საჩუქრები – ტკბილეულის კალათა და ყვავილების თაიგული კულტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ქეთო წიკლაურთან ერთად გადასცა. 🌷“დუშეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ყველა ქალბატონს ულოცავს ქალთა საერთაშორისო დღეს. მშვიდობიან და ბედნიერ მომავალს გისურვებთ!” – განაცხადა მანანა ნარიმანიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება