fbpx

დიმიტრი ხუნდაძე ევროკომისარ ვარჰეიზე: როდესაც პრემიერ-მინისტრს ვიღაც ეუბნება, რომ თუკი ის მოიქცევა ისე, რისთვისაც ფიცომ 5 ტყვია მიიღო, ეს არის მუქარა

„ქვეყანაში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იქნება დაცული, მათ შორის პრემიერ-მინისტრის.“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივამა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. დიმიტრი ხუნდაძე ამით გამოეხმაურა საქართველოს პრემიერის მიერ ერთ-ერთი უცხოელი პოლიტიკური ლიდერისგან განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ვარჰეის მიზანი მუქარა არ ყოფილა, მსგავსი ტიპის განცხადება მაინც მუქარად აღიქმება. „ევროკომისარ ვარჰეისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის საუბარი, ვარჰეის მხრიდან შესაძლოა მუქარისთვის არ იყო გამიზნული, მაგრამ ასეთი საუბარი მაინც მუქარად აღიქმება, როდესაც ვიღაც პრემიერ-მინისტრს ეუბნება, თუკი ის მოიქცევა ისე, რისთვისაც ფიცომ 5 ტყვია მიიღო, რა თქმა უნდა, ეს არის მუქარა. ქვეყანაში თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იქნება დაცული, მათ შორის პრემიერ-მინისტრის“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება