fbpx

დიმიტრი ხუნდაძე: ბიძინა ივანიშვილს საკმარისზე კარგად ვიცნობ და გამორიცხულია, სანქცირების რა ზომა და სიდიდის პაკეტიც არ უნდა იყოს სავაჭროდ, ის ამ თემაში ქვეყნის ინტერესების საზიანოდ არ შევა

„ვიტოვებ იმედს, რომ ჯიმ ო’ბრაიენს ექნება კონსტრუქციული წინადადებები, მაგალითად სამართლებრივი შენიშვნები გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ. მისივე თქმით, ისეთი მაღალი თანამდებობის პირი, როგორიც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენია ხელცარიელი საქართველოში არ ჩამოვა და მით უმეტეს არ ჩამოვა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების პაკეტით. „როდესაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირი მოდის, ის ხელცარიელი არ იქნება. მე ვიტოვებ იმედს, რომ მას ექნება კონსტრუქციული წინადადებები, მაგალითად სამართლებრივი შენიშვნები კანონპროექტთან დაკავშირებით, რაზეც მზაობა ჩვენმა გუნდმა თავიდანვე გამოთქვა. ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა, რომ თითქოს სანქცირების პაკეტი იქნება მისი შემოთავაზება, ბატონ ბიძინა ივანიშვილს საკმარისზე კარგად ვიცნობ და გამორიცხულია, სანქცირების რა ზომა და რა სიდიდის პაკეტიც არ უნდა იყოს სავაჭროდ, ის ამ თემაში ქვეყნის ინტერესების საზიანოდ ერთმნიშვნელოვნად არ შევა,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება