დიმიტრი ხუნდაძემ ახალგაზრდებს ხელისუფლების ანტინარკოტიკული პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალა” თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა. ვინაიდან, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა საზოგადოების, განსაკითრებით ახალგაზრდების დიდი დაინტერესება გამოიწვია, მათთან შეხვედრაზე დიმიტრი ხუნდაძემ ყურადღება გაამახვილა ნარკოტიკებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საქართველოში. დეპუტატმა ხაზი გაუსვა ამ პრობლემას, როგორც ანტიქართულ მოვლენას და ახალგაზრდებს განუმარტა, რამდენად სახიფათოა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა და მისი გენოფონდისთვის ნარკოტიკების მოხმარება. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც ახალგაზრდების მხრიდან დაისვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია ნარკოდანაშაულის მიმართ სასჯელის გამკაცრება; რას ითვალისწინებს იძულებითი მკურნალობა; რა შემთხვევაში ხდება პირის პასუხისმგებლობისგან განთავისუფლება და სხვა. ახალგაზრდებთან საუბრისას დიმიტრი ხუნდაძემ ასევე ხაზი გაუსვა ნარკომომხმარებლების მიმართ სახელმწიფოს მიდგომას მათი რესოციალიზაციის კუთხით

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება