საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა,გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პარლამენტის წევრებს უმასპინძლეს. დეპუტატებითავდაცვის უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს გაეცნენ.შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხედრო გაწვევისა დარეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ფუნქციონირების საკითხზე. თავდაცვის კოდექსისმიხედვით, 2025 წლის იანვრიდან წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს მხოლოდთავდაცვის ძალებში გადიან. სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოსწარმომადგენლებმა პარლამენტარებს გააცნეს წვევამდელთა მხრიდან სამხედროსამსახურისადმი გამოვლენილი ინტერესის მზარდი დინამიკა. კანონმდებლებს წარუდგინესინტერნეტ-რესურსები, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ონლაინ ნებაყოფლობითდარეგისტრირება, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მიიღება, ასევე, წვევამდელთაეროვნული სამხედრო სამსახურის სახეებისა და ვადების არჩევა. საუბარი, ასევე, შეეხოწვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში სააგენტოს მიერ, პარტნიორი სახელმწიფოებისსაუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, დანერგილ სამხედრო აღრიცხვის სისტემას.სააგენტოს წარმომადგენლებმა გაწვევასთან დაკავშირებით დაგეგმილი სიახლეების შესახებსაზოგადოების ინფორმირების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზეც გაამახვილეს ყურადღება.კანონმდებლებმა დადებითად შეაფასეს თავდაცვის კოდექსის იმპლემენტაციის პროცესი დასამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმა.შეხვედრას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ასევე პარლამენტის თავდაცვისა დაუშიშროების, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის, განათლების, მეცნიერებისა დაახალგაზრდულ საქმეთა, საფინანსო და საბიუჯეტო, იურიდიულ საკითხთა, საპროცედუროსაკითხთა და წესების კომიტეტების წევრები დაესწრნენ.დეპუტატები თავდაცვის სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობენ და უწყებისსაქმიანობას რეგულარულად ეცნობიან.