თბილისში ცენტრალური ქუჩების მორეცხვა ინტენსიურ რეჟიმშიმიმდინარეობს. წერეთლის გამზირზე სპეცტექნიკით მოირეცხა გზის სავალინაწილი, მიწისქვეშა ურნები, გაჩერებები და საგზაო მონიშვნები.ადგილზე იმყოფებოდნენ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგიპაპავა, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბუგულავა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჩხარტიშვილი. მთელი ზაფხულის განმავლობაში, „თბილსერვისი ჯგუფის“ თანამშრომლებისპეცმანქანებით გააგრძელებენ ქუჩების მორეცხვას. ასევე, მთელი ქალაქისმასშტაბით ირეცხება ნაგავშემკრები კონტეინერები, მუნიციპალურიტრანსპორტის გაჩერებები და მიწისქვეშა გადასასვლელები.
