დედაქალაქში არსებული შადრევნების ჩართვა დაიწყო

დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში მოქმედი ყველა შადრევანი ეტაპობრივად ჩაირთვება დანოემბრის ბოლომდე გააგრძელებს ფუნქციონირებას. წელს, თბილისს სამი ახალიშადრევანი შეემატა – მუხიანის სკვერში, სამგორის პარკსა და რუსთაველის გამზირზე,№52-ის მიმდებარედ.შადრევნები ყოველი წლის მაისიდან ირთვება. თბილისის მუნიციპალიტეტიმაქსიმალურად ზრუნავს ყველა მოქმედი შადრევნის ტექნიკურ გამართულობაზე.უსაფრთხოება და ტექნიკური გამართულობა პრიორიტეტულია. ყოველი ობიექტი გადისტექნიკურ ექსპერტიზას და მოწმდება თანამედროვე უსაფრთხოების სტანდარტებისშესაბამისად.შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს დედაქალაქის 50-ზე მეტი შადრევნის მოვლა-პატრონობას.თბილისის შადრევნები, როგორც ურბანული კულტურის ნაწილი, ხელს უწყობს ქალაქისვიზუალურ განვითარებას, რეკრეაციული ზონების გაძლიერებას და მოქალაქეებისთვისმეტად კომფორტული გარემოს შექმნას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება