22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება.
თელავში დღეს გამწვანების აქცია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 80 კვიპაროზისა და 5-5 პავლოვნიისა და ჰიმალაური კედარის ნერგი დაირგო.
ახალმოწყობილ საკემპინგე ზონის გამწვანების აქციაში თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან, ნიკოლოზ მეტრეველთან ერთად, თელავის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.
დედამიწის დღე, უკვე 55 წელია, მსოფლიოში მრავალფეროვანი გარემოსდაცვითი ღონისძიებებით აღინიშნება. ცნობიერების ზრდასთან ერთად, იზრდება სამოქალაქო საზოგადოების აქტივობა და ჩართულობა. თელავის მუნიციპალიტეტში გამწვანებისა და დასუფთავების აქცია, „გრინ ფორ ჯორჯიასთან“ ერთად, უკვე მეოთხე წელია ეწყობა. გასულ წელს, თელავში, „გიგოს გორაზე“ 200-ზე მეტი სხვასხვა სახეობის ნერგი დაირგო.