დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა პარაფრენბურთში იასპარეზეს

წეროვანის მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეებისსარეაბილიტაციო ცენტრში, დაჭრილ-დაშავებული მებრძოლების დღისადმიმიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სპორტული ღონისძიებები გაიმართა.ამჯერად, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა დასაერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმაპარაფრენბურთში იასპარეზეს. ტურნირში პირველობისთვის 6 გუნდი იბრძოდა.გამარჯვებული გუნდის წევრები, მედლებითა და მადლობის სიგელებითსოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტისუფროსმა, ირაკლი უჯმაჯურიძემ დააჯილდოვა.დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა კვირეულის ფარგლებში 10ინდივიდუალურ და 2 გუნდურ სპორტულ შეჯიბრებაში იასპარეზეს. მათსაკუთარი ფიზიკური შესაძლებლობები კალათბურთში, ფრენბურთში,მშვილდოსნობაში, ცურვაში, მაგიდის ჩოგბურთსა და პარასპორტის სხვადასხვასახეობაში გამოსცადეს.საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ-დაშავებული სამხედრომოსამსახურეების დღეს 30 ივნისს აღნიშნავს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება