fbpx

დაჩი ბერაია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს: იმედი მაქვს, გუშინდელი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, ეს ქაღალდი, ვინც გამოგატანათ, ამჯერად გამეცადინათ კიდეც და დღეს უფრო მომზადებული მოხვედით

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დაჩი ბერაიამ დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე, სადაც გამჭვირვალობის შესახებ კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს განიხილავდნენ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს კითხვებით მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ გუშინდელი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ დღეს უფრო მომზადებული მოვიდა პარლამენტში. ბერაიამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს სიცრუის ტირაჟირებისთვის ბოდიშის მოხდაც მოსთხოვა. „ამბობთ, რომ მესამე მოსმენის დროს რაღაც დაამატეთო და მე ასეთი რამ არ მახსოვს. ან შეგვახსენეთ ან ბოდიში მოუხადეთ საზოგადოებას“ – აღნიშნა მან. „ბატონო გიორგი, კანონის შეფასებისას, თქვენ გამოიყენეთ ისეთი ტერმინები, როგორიცაა ანტიქართული, ანტიეროვნული ანუ რუსული, არ შეესაბამება, ძირს უთხრის, არღვევს უფლებებს, ახდენს სტიგმატიზაციას, ახდენს დისკრედიტაციას.. მე იმედი მაქვს, რომ გუშინდელი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ ეს ქაღალდი ვინც გამოგატანათ, ამჯერად გამეცადინათ კიდეც, დღეს უფრო მომზადებული მოხვედით და მხოლოდ “იმიტომ”-ით არ შემოიფარგლებით პასუხის გაცემის დროს. ამ იმედით დავსვამ კითხვებს. რატომ გამოიყენეთ ზემოთჩამოთვლილი და თქვენ მიერ გამოყენებული ტერმინები? რომელი მუხლი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას? რომელი პუნქტია ძირს გამომთხრელი? რომელი წინადადებაა ანტიქართული? რატომ ატყუებთ საზოგადოებას და აქ მყოფ დეპუტატებს და რა დაემართა ამ კანონს მესამე მოსმენის დროს. ამბობთ, რომ მესამე მოსმენის დროს რაღაც დაამატეთო და მე ასეთი რამ არ მახსოვს. ან შეგვახსენეთ ან ბოდიში მოუხადეთ საზოგადოებას სიცრუის ტირაჟირებისთვის პარლამენტის ტრიბუნიდან,“ – განაცხადა დაჩი ბერაიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება