საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია, ფასდაუდებელ საქმეს ეწევა, კომისიაზე დღეს კიდევ ერთ, უმიზეზოდ მოკლული ადამიანის შვილს მოუსმინეს, რომელმაც დაგვარწმუნა, რომ 2003-12წლებში ხელისუფლების სათავეში პოლიტიკას ამოფარებული მანიაკები გვყავდნენ, რომელთათვის სიკვდილის ისეთი მეთოდი, როგორიც არის ადამიანის ზღვაში გაყვანა, მოკვლა და წყალში გადაგდება, არა ერთეული და გამონაკლისი, არამედ აპრობირებული მიზეზი იყო – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, პაატა ქარდავამ დიდი ალბათობით, ომთან დაკავშირებით გარკვეული საკითხები იცოდა, იცოდა იმ დროინდელი მთავრობის ღალატის შესახებ, რის გამოც ის მიუღებელი გახდა და მოკლეს. „ საპარლამენტო დროებითი საგამოძიებო კომისია, ფასდაუდებელ საქმეს ეწევა, კომისიაზე დღეს კიდევ ერთ, უმიზეზოდ მოკლული ადამიანის შვილს მოუსმინეს, რომელმაც დაგვარწმუნა, რომ 2003-12წლებში ხელისუფლების სათავეში პოლიტიკას ამოფარებული მანიაკები გვყავდნენ, რომელთათვის სიკვდილის ისეთი მეთოდი, როგორიც არის ადამიანის ზღვაში გაყვანა, მოკვლა და წყალში გადაგდება, არა ერთეული და გამონაკლისი, არამედ აპრობირებული მეთოდი იყო. საუბარია ბატონ პაატა ქარდავას მკვლელობაზე, რომელმაც დიდი ალბათობით ომთან დაკავშირებით გარკვეული საკითხები იცოდა, იცოდა იმ დროინდელი მთავრობის ღალატის შესახებ, რის გამოც ის მიუღებელი გახდა. ადამიანი ჯერ მოიტაცეს, შემდეგ მოკლეს, გვამი წყალში გადააგდეს და ოჯახს ატყუებდნენ, რომ გამოძიება მიმდინარეობდა და ა.შ. აღნიშნულის უკან ყველასთვის კარგად ნაცნობი მანიაკები დგანან ახალაია, შამათავა, ქარდავა და სხვები, ის ადამიანები რომლებიც დღეს პოლიტპატიმრის სტატუსის მიწებებას ცდილობენ. ყორნის გათეთრება ვერ მოხდება, დღეს პარტია ნაციონალური მოძრაობა, ახალ ბოთლში ჩამოსხმული ძველი ღვინოა, მათი ბოროტი, სიკვდილზე გამავალი ზნე და ჩვეულება არ შეცვლილა.“ – წერს ჩიხელიძე.