ევროკავშირი სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერებას გააიოლებს, რაც პირველ ყოვლისა პოლიტიკური შინაარსის მქონე გადაწყვეტილებაა და არა რეალობით განპირობებული – წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ევროკავშირს „ურჩი“ ქვეყნების წინააღმდეგ დამატებითი ბერკეტი ექნება. საფრთხის ქვეშ აყენებენ მილიონობით მოქალაქის კეთილდღეობას, რომელთაც მოგზაურობისთვის დამატებითი შეზღუდვები უწესდებათ. „ევროკავშირი სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერებას გააიოლებს, რაც პირველ ყოვლისა პოლიტიკური შინაარსის მქონე გადაწყვეტილებაა და არა რეალობით გამოწვეული, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების გაიოლება, ევროკავშირის მიერ პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქნება გამოყენებული, ევროკავშირს “ურჩი” ქვეყნების წინააღმდეგ დამატებითი ბერკეტი ექნება. ურჩ ქვეყნებში რა თქმა უნდა ვგულისხმობ, ქვეყნებს,რომლებიც მკვეთრად გამოხატულ ეროვნულ პოლიტიკას ახორციელებენ. ევროკავშირი საკუთარი პოზიციით, საფრთხის ქვეშ აყენებს, მილიონობით მოქალაქის კეთილდღეობას, რომელთაც მოგზაურობისთვის დამატებითი შეზღუდვები უწესდებათ. რთული გამოსაცნობი არ არის, რა ამოძრავებთ ევრობიუროკრატებს, მათ ნახეს, რომ გარკვეულმა ქვეყნებმა, გაძლიერება და განვითარება დაიწყეს, მათ შორის საქართველომ, რაც რა თქმა უნდა ბრიუსელისთვის მიუღებელია, მათ მორჩილი მთავრობები სჭირდებათ, რომელიც ევრობიუროკრატების ბრძანებებს უსიტყვოდ და პროტესტის გარეშე შეასრულებს.“ – წერს ჩიხელიძე facebook – ზე.