გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის საქმე, ერთ ერთი ყველაზე გახმაურებულია, მოსამართლემ ბერბოკისთვის სულელის წოდების გამო, 59 წლის მამაკაცი 9600 ევროთი დააჯარიმა. ოპოზიციის გვიმტკიცებს, რომ ის რაც გერმანიაში დანაშაულია, ჩვენთან გამოხატვის თავისუფლებაა. რასაც ქართული საზოგადოება არ მიიღებს და არ შეეგუება – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, კიდევ უფრო საინტერესოა ბრიტანეთის შემთხვევა, სადაც 2023 წელს სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებების გამო, გამოძიება 12 000 ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო (დღეში საშუალოდ 33 ადამიანი) ასეთია დასავლეთის პოლიტიკა, დასავლეთში სოც. ქსელებში გაკეთებული შეურაცხყოფის შემცველი პოსტის ავტორები, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, მკაცრად ისჯებიან. „ოპოზიციის განცხადებები, დეპუტატების შეურაცხყოფის საქმეზე, სასამართლოში დაბარებულ ადამიანთა შესახებ, ჭიქაში ქარიშხლის გამოწვევას ემსახურება! საქმე გვაქვს დანაშაულთან, რომლის ჩამდენმა პასუხი უნდა აგოს. დასავლეთისთვის, სოციალურ სივრცეში გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო, ადამიანის დასჯა უცხო არ არის. დასავლეთის მრავალი ქვეყნის სასამართლო ასობით მსგავს საკითხს განიხილავს. გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის საქმე, ერთ ერთი ყველაზე გახმაურებულია, მოსამართლემ ბერბოკისთვის სულელის წოდების გამო, 59 წლის მამაკაცი 9600 ევროთი დააჯარიმა. ოპოზიციის გვიმტკიცებს, რომ ის რაც გერმანიაში დანაშაულია, ჩვენთან გამოხატვის თავისუფლებაა. რასაც ქართული საზოგადოება არ მიიღებს და არ შეეგუება. კიდევ უფრო საინტერესოა ბრიტანეთის შემთხვევა, სადაც 2023 წელს სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებების გამო, გამოძიება 12 000 ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ დაიწყო (დღეში საშუალოდ 33 ადამიანი) ასეთია დასავლეთის პოლიტიკა, დასავლეთში სოც. ქსელებში გაკეთებული შეურაცხყოფის შემცველი პოსტის ავტორები, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, მკაცრად ისჯებიან.“ – წერს ჩიხელიძე.