fbpx

დავით ჩიხელიძე: აშშ-ის კონგრესში შულავერის სურნელი ტრიალებდა, საქართველოს მოღალატეთა სიაში საბანაძე და ჩხიკვაძე დაწინაურდნენ – მათ ომი არა “ქართულ ოცნებას”, არამედ საკუთარ მოსახლეობას და ქვეყანას გამოუცხადეს!

საქართველოს მოღალატეთა სიაში საბანაძე და ჩხიკვაძე დაწინაურდნენ! აღნიშნულმა ადამიანებმა , აშშ-ის კონგრესში, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში ჩატარებულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლის დროს ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯეს და საკუთარ ქვეყანას ღიად დაუპირისპირდნენ, მათ ომი არა ქართულ ოცნებას,არამედ საკუთარ მოსახლეობას და ქვეყანას გამოუცხადეს! – ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში წერს.

ექსპერტის თქმით, აშშ-ის კონგრესში “შულავერის სურნელი ტრიალებდა”, ნატალია საბანაძემ და ვანო ჩხიკვაძემ, რომლებიც სიტყვით ლიბერალები არიან, საქმით ფაშისტობა დაამტკიცეს. ჩიხელიძე ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ კონგრესში მიმდინარე განხილვაზე, პარალელი გაივლო 2014 წელს უკრაინასა და დღევანდელ საქართველოს შორის მსგავსებაზე, რაც სახიფათო პარალელია.

“აშშ-ის კონგრესში შულავერის სურნელი ტრიალებდა….
აშშ-ის კონგრესში გამართული მოსმენის შემდეგ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მოღალატეთა სიაში საბანაძე და ჩხიკვაძე დაწინაურდნენ!
აღნიშნულმა ადამიანებმა , აშშ-ის კონგრესში, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში ჩატარებულ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლის დროს ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯეს და საკუთარ ქვეყანას ღიად დაუპირისპირდნენ, მათ ომი არა ქართულ ოცნებას,არამედ საკუთარ მოსახლეობას და ქვეყანას გამოუცხადეს!
სიტყვით ლიბერალებმა, საქმით საკუთარი ფაშისტობა დაადასტურეს, გამაოგნებელია საბანაძის პოზიცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათი შვილების სანქცირებას ითხოვს. უფრო ზუსტად იხვეწება. არ ვიცი ასე როგორ უნდა გძულდეს ქვეყანა,რომ მტერს ცალფეხზე მდგომი ეახლო და საკუთარი ქვეყნის დასჯა სთხოვო.
მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს, რომ ქართველი ხალხი ქუჩაში დგას, როდემდე უნდა გაგრძელდეს შავზე თეთრის მტკიცება? რამდენიმე ასეული ადამიანი ქართველ ხალხს არ ნიშნავს, ქართველი ხალხი დღეს სინათლის მხარეს დგას, გამჭვირვალობა სინათლეა, რომელიც ენჯეოებს ისევე აშინებს როგორც მაქციებს!
მომხსენებელთა მხრიდან პარალელი გაივლო საქართველოს და უკრაინას შორის , თითქოს საქართველო გზაგასაყარზე დგას, როგორც უკრაინა 2014წელს. ბატონებო ეს საკმაოდ სახიფათო პარალელია, რადგან უკრაინამ “გზაგასაყარის” შემდეგ ომი მიიღო! თქვენს მიერ უკრაინის ხსენება ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის პირდაპირი მინიშნებაა, ომის პერსპექტივით, რაც არ მოხდება. საქართველო ბანანის რესპუბლიკა არ არის, სადაც ხელისუფლების ცვლილება რევოლუციის გზით ხდება.
პ.ს. კაპიტოლიუმზე შტურმის შემდეგ ჯორჯ ბუშმა (უმცროსი) განაცხადა რომ მსგავსი ფორმით პროტესტს ბანანის რესპუბლიკაში გამოხატავენ… მრავლისმთქმელი სიტყვებია” – წერს დავით ჩიხელიძე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება