დავით ქართველიშვილი: 1989 წლის 9 აპრილი მონობაზე, ვასალობასა და კოლონიალიზმზე გამარჯვების თარიღია, ამ ყველაფერს კი უპირისპირდებიან მონობის მოსურნე ადამიანებ

დავით ქართველიშვილი: 1989 წლის 9 აპრილი მონობაზე, ვასალობასა და კოლონიალიზმზე გამარჯვების თარიღია, ამ ყველაფერს კი უპირისპირდებიან მონობის მოსურნე ადამიანები – ლაქიები, მარიონეტები და აგენტები „კომკავშირელი მამუკა ხაზარაძის, რომელმაც 9 აპრილის ერთ-ერთ უმთავრეს გმირ მერაბ კოსტავას სილა გაარტყა, და იმ ბანის, [პაატა ბურჭულაძის], რომელიც ხელოვანად სწორედ საბჭოთა კავშირმა შექმნა, ავანგარდში ყოფნა 9 აპრილის მემორიალთან, [შეუძლებელია დასათაურდეს]“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, რადიკალებს დღეს, 9 აპრილს, ჩაფიქრებული ჰქონდათ პროვოკაცია, რომელსაც შეტაკება უნდა მოჰყოლოდა პოლიციასთან, რათა შემდეგ გადაეღოთ და დაემონტაჟებინათ იაფფასიანი პარალელი, თუ „როგორ ებრძვიან დღესაც თავისუფლების მოსურნენი თანამედროვე როდიონოვის ჯარისკაცებს“, რისი საშუალებაც ხელისუფლების მხრიდან გადადგმული სწორი ნაბიჯების გამო არ მიეცათ. „ამ ორი სამარცხვინო პერსონაჟის – ხაზარაძისა და ბურჭულაძის უკან მყოფი სცენარისტების გეგმა, თუ რა იაფფასიანი სპექტაკლის დადგმას აპირებდნენ დღეს, ადვილად იკითხება. მათ ჩაფიქრებული ჰქონდათ პროვოკაცია, რომელსაც შეტაკება უნდა მოჰყოლოდა პოლიციასთან, რათა შემდეგ გადაეღოთ და დაემონტაჟებინათ იაფფასიანი პარალელი, თუ როგორ „ებრძვიან დღესაც თავისუფლების მოსურნენი თანამედროვე როდიონოვის ჯარისკაცებს.“ მაგრამ, არავინ არ მივეცით ამ ბინძური სპექტაკლის დადგმის საშუალება. 9 აპრილი არ არის სპექტაკლი, 9 აპრილი ტრაგედიაა, რომელთანაც ამ პროვოკატორ ადამიანებს საერთო არ გააჩნიათ. 1989 წლის 9 აპრილი მონობაზე, ვასალობასა და კოლონიალიზმზე გამარჯვების თარიღია. დღეს კი ამ ყველაფერს უპირისპირდებიან მონობისკენ მისწრაფების მქონე ადამიანები – ლაქიები, მარიონეტები და აგენტები. როგორ შეიძლება აგენტმა 9 აპრილის მემორიალთან მიახლოებაც კი გაბედოს, მაგრამ არათუ გაბედეს, იქ ხელისუფლებისა და ჯანსაღი საზოგადოების წარმომადგენლებიც კი არ მიუშვეს. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ – იმ იაფფასიანი, ბინძური სპექტაკლის თავიდან ასარიდებლად, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ რადიკალებს, ყველაზე სწორი იყო ხელისუფლების ის ნაბიჯი, რაც გადადგა – [მემორიალთან რომ არ მივიდა]“, – აღნიშნა დავით ქართველიშვილმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება