fbpx

დავით ქართველიშვილი-წლებია ქვეყნის ეკონომიკური სატრანზიტო პოტენციალი, “გლობალური ომის პარტიის” იძულებით მძევლობაში იყო აყვანილი

აწი მთელი სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურა მოყვანილია მოძრაობაში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, წლებია “დაუძინებელი მეგობრები” გვიკრძალავდნენ თავისივე სტრატეგიულ სავაჭრო პარტნიორ-ჩინეთთან მეგობრობას. იგივეს გვიკრძალავდნენ ინდოეთთან, ირანთან და ა.შ. წლებია ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი ეკონომიკური სატრანზიტო პოტენციალი, “გლობალური ომის პარტიის” იძულებით მძევლობაში იყო აყვანილი. აწი მთელი სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურა მოყვანილია მოძრაობაში, რომელმაც (მათ შორის) საქართველოს გავლით, ჩინეთ-ევროპის სავაჭრო წლიური ბალანსი ტრილიონ დოლარამდე უნდა აიყვანოს. „და რა? – იკითხავენ სექტანტები და მათ მიერ გამოზრდილი ნაშიერები – ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები ვჭამოთ? თქვენ – არა, ესაა ჩემი პასუხი: თქვენ გააგრძელეთ იმის ჭამას, რასაც აქამდე მიირთმევდით! დანარჩენები კი უკვე დღეს ვგრძნობთ ამ ეკონომიკურ სტაბილურობას მშვიდობიანი ცის ქვეშ და კრიზისული გლობალური კატაკლიზმების მიღმა. ყველაზე თვალსაჩინო ჩემთვის იყო წლევანდელი ულამაზესი, მაგრამ ჯერ კიდევ უახლოეს წარსულში, სამოგზაუროდ მომაბეზრებელი მონაკვეთის გავლა რიკოთიდან სამტრედიამდე! თუნდაც ეს ერთი თვალსაჩინო მაგალითი ქმნის და ემსახურება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო ამაღლების პერსპექტივებს. უკვე ამ ეტაპზე მაქსიმალურად დასაშვები სიჩქარით ისე გავიარე 24 (!) მოქმედი გვირაბი, რაც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ფანტასტიკის სფეროს წარმოადგენდა. და რამდენი შენდება კიდევ და რამდენი ელის ექსპლუატაციაში შეყვანას უახლოეს მომავალში. წლებია “დაუძინებელი მეგობრები” გვიკრძალავდნენ თავისივე სტრატეგიულ სავაჭრო პარტნიორ-ჩინეთთან მეგობრობას. იგივეს გვიკრძალავდნენ ინდოეთთან, ირანთან და ა.შ. წლებია ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი ეკონომიკური სატრანზიტო პოტენციალი, “გლობალური ომის პარტიის” იძულებით მძევლობაში იყო აყვანილი. აწი მთელი სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურა მოყვანილია მოძრაობაში, რომელმაც (მათ შორის) საქართველოს გავლით, ჩინეთ-ევროპის სავაჭრო წლიური ბალანსი ტრილიონ დოლარამდე უნდა აიყვანოს. ეს კი, სატრანზიტო პოტენციალის გარდა, ნიშნავს უამრავ სასაწყობო/სავაჭრო შესაძლებლობებს თვით საქართველოსთვის. ეს ხსნის რელოკაციის საფუძველზე ათობით მცირე თუ მსხვილი საწარმოების გახსნის შესაძლებლობას, მასშტაბური რეგიონალური ბაზრების ამოქმედებას, ეკონომიკურ და მიმზიდველ ზრდასთან ერთად ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების ჩართვას, ჩვენი საერთო ქვეყნის საბოლოო გამთლიანების პერსპექტივით. აი ამ ყველაფერს გვიზღუდავდნენ და გვიკრძალავდნენ ჩვენი “დაუძინებელი მეგობრები”, ჩვენი მხრიდან აი ამ ყველაფრის დაძლევისკენ მისწრაფებამ, და არა იმდენად “რუსულმა კანონმა”, მიიყვანა ისინი ფსიქიატრიული აშლილობის დონემდე. აყვავებული, გაერთიანებული და ძლიერი საქართველო მათ მიზნებსა და გეგმებს საბოლოოდ ასამარებს. ამ პოლიტიკურ საფლავში კი, ძველად ფარაონის დაკრძალვის ცერემონიალის საუკეთესი ტრადიციებში, ჩვენ მათ ადგილობრივ ლაქიებსაც ჩავაყოლებთ.“-წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება