პარტია „ხალხის ხალის“ წევრი დავით ქართველიშვილი დონალდ ტრამპისა და ილონ მასკის დაპირისპირებაზე წერს სოციალურ ქსელში. ექსპერტი ილონ მასკს გიორგი გახარიას ადარებს და წერს, რომ მასკმა ტრამს სწორედ ის გაუკეთა, რაც თავის დროზე გახარიამ მმართველ გუნდს. „ტრამპმა და მასკმა ეპიკურად გადაუარეს ერთმანეთს, ჩვენებურად რომ ვთქვათ, მასკმა ტრამპს “გახარია” გაუკეთა: „ამერიკა ძალიან სწრაფად გაკოტრდება და როგორც ჩანს, ეს არავის აინტერესებს. თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტი ძალიან დიდია – ტრილიონი დოლარი წელიწადში. ეროვნული ვალის პროცენტის დაფარვამ კი უბრალოდ გადააჭარბა თავდაცვის დეპარტამენტის ბიუჯეტს და განაგრძობს ზრდას. ჩვენ ვამატებთ ტრილიონ დოლარს ჩვენს ვალს, რომლის გადახდაც ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს როგორღაც ყოველ სამ თვეში მოუწევთ. შემდეგ კი ეს იქნება ყოველ ორ თვეში, შემდეგ კი ყოველთვიურად. შემდეგ კი ერთადერთი, რისი გადახდაც შეგვეძლება, ეს არის პროცენტი. ეს კარგად არ დასრულდება, ამიტომ ხარჯები უნდა შევამციროთ“ – განაცხადა მასკმა. აშშ-ის პრეზიდენტი -„ძალიან იმედგაცრუებული ვარ ილონით. მე მას ძალიან დავეხმარე. მან კანონპროექტის შიდა მექანიზმები უკეთ იცოდა, ვიდრე აქ მყოფმა ნებისმიერმა ადამიანმა. მას ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონია. უეცრად მას პრობლემა შეექმნა და კიდევ უფრო გააუარესა სიტუაცია, როდესაც გაიგო, რომ ელექტრომობილებზე განკუთვნილ შეღავათებს შევამცირებდით. ტყუილია, ეს კანონპროექტი ჩემთვის არასდროს უჩვენებიათ და ის შუაღამისას ისე სწრაფად მიიღეს, რომ კონგრესში თითქმის არავის ჰქონდა მისი წაკითხვის დრო“ მასკი – „ჩემ გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, დემოკრატები აკონტროლებდნენ წარმომადგენელთა პალატას, ხოლო რესპუბლიკელები სენატში 51-49 იქნებოდნენ.“ მასკმა X-ში კენჭისყრა დაიწყო ამერიკაში ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის წინადადებაზე, რომელიც რეალურად წარმოადგენდა “შუაშისტი” ადამიანების 80%-ს. დონალდ ტრამპი – „ილონი „დაიღალა“, მე ვთხოვე წასვლა, მე წავართვი მას “ელექტრომობილების მანდატი”, რითაც ის ყველას აიძულებდა ეყიდათ მისი ელექტრომობილი, რომელიც სხვას არავის სურდა (მან თვეების განმავლობაში იცოდა, რომ ამას ვაპირებდი!), და ის უბრალოდ გაგიჟდა! აშკარა ტყუილი. ძალიან სამწუხაროა. ჩვენს ბიუჯეტში ფულის, მილიარდობით დოლარის დაზოგვის უმარტივესი გზაა ილონთან სამთავრობო სუბსიდიებისა და კონტრაქტების შეწყვეტა. ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ არ გააკეთა ეს ბაიდენმა!“ ილონ მასკი – „დროა, ნამდვილად დიდი ბომბი ავაგდოთ: ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. აი, ნამდვილი მიზეზი, რის გამოც ისინი არ გამოქვეყნდა. კარგ დღეს გისურვებ, DJT! რაც შეეხება ჩემს გამოკითხვას ახალი პოლიტიკური პარტიისა და მომავალი არჩევნების შესახებ აშშ-ში: ტრამპს თანამდებობაზე 3.5 წელი დარჩა და მე კი აქ კიდევ 40-ზე მეტ აქტიურ წელს ვაპირებ რომ ვიყო…“ – წერს დავით ქართველიშვილი.