fbpx

დავით ქართველიშვილი სტუდენტების გაფიცვაზე: ციფრებით მანიპულირება ვერ წყვეტს მთავარ პრობლემას – აქციის გამოყვანას სიცრუის სივრციდან სიმართლის მხარეზე და ამ სიმართლეზე აღმოცენებულ ჭეშმარიტი, წესიერი და მართალი ლიდერის გამოჩენას საკუთარ რიგებში


„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სტუდენტების გაფიცვის თემას სოციალურ ქსელში ეხმიანება და ამ პროტესტს საფეხბურთო გუნდისთვის ერთი მოთამაშის დაკლების ეფექტს ადარებს. როგორც დავით ქართველიშვილი წერს, რამდენადაც საზიანოა ერთი საფეხბურთო გუნდისთვის ერთი მოთამაშის გამოკლება, ამ ვითარების შედარება მთლიანად გუნდის განადგურებასთან წარმოუდგენელია. სწორედ ასეა, მისი აზრით, 226 პროფესორ/მასწავლებლის პროტესტის შედარება თსუ-ს სრულ კონტინგენტთან, რომელთა რიცხვი 35 ათასს აღწევს. „თქვენი აზრით, რამდენად კატასტროფულია საფეხბურთო გუნდისთვის მისი, თუნდაც ერთი, ფეხბურთელის მწყობრიდან გამოსვლა? მათემატიკურად უფრო ზუსტი რომ ვიყო – 0,44 ფეხბურთელის? ანუ, მოედანზე ერთი კაცი – მოუშუშებელი ტრავმით რომ დარბოდეს. ნუ, მესმის – ტეხავს. მაგრამ, ხომ მეთანხმებით, ამასთან შედარებით უბედურება ჰქვია იმ ტრაგედიას, რომელმაც 45 წლის წინ ავიაკატასტროფაში ტაშკენტის “პახტაკორის” სრული შემადგენლობა იმსხვერპლა. დღეს ცდილობენ კატასტროფად წარმოაჩინონ თსუ-ს ის 226 პროფესორ/მასწავლებელი, რომელმაც ცრუ-ნარატივის საპროტესტო პეტიციას მოაწერა ხელი, არადა ფეხბურთთან სრულ ანალოგიასა და პროპორციაში, ეს ოდენობა ზუსტად იმ ტრავმირებული ერთი ფეხბურთელის ტოლფასია. აღარ მინდა ჩემი მათემატიკური გათვლები გაფიცულ სტუდენტებზეც გავავრცელო, რომელთა საერთო რაოდენობა თსუ-ში 35 ათასს აღწევს. ჩავთვალოთ, რომ „სტუდენტურ”-საფეხბურთო პროპორციით, მოედანზე სახის დამცავი ნიღბით ერთი ფეხბურთელი თამაშობს. მათემატიკის მოშველიებას აქციონერთა ოდენობის, თუ გაფიცულების მასშტაბურობის გამოჩენის თვალსაზრისით მაშინ აქვს აზრი, თუკი საქართველოში ერთადერთ დარჩენილ კალკულატორზე მუშაობის ექსკლუზიური უფლების ლიცენზიას ფლობ. მაგრამ, თუ ასე არაა, ციფრებით მანიპულირება ვერ წყვეტს მთავარ პრობლემას – აქციის გამოყვანას სიცრუის სივრციდან სიმართლის მხარეზე და ამ სიმართლეზე აღმოცენებულ ჭეშმარიტი, წესიერი და მართალი ლიდერის გამოჩენას საკუთარ რიგებში,” – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება