დავით ქართველიშვილი: რამდენად უშველის კირ სტარმერის „ლეიბორისტებს“ და საპარლამენტო „კონსერვატორებს“ საიმიგრაციო „შლუზების“ სასწრაფო გადაკეტვისკენ მოწოდებები კარგად ასახავს ანდაზა „უკვე განვითარებული ციროზის შემთხვევაში, გვიანია „ბორჯომის“ სმა

ილონ მასკის განცხადებას „ტერორისტული ცუნამი ემუქრება მიგრანტებით გადავსებულ ევროპას. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ მანდ ფართომასშტაბურ სასაკლაოს“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება. ექსპერტი თქმით, როგორც წესი ილონ მასკის პროგნოზი ყოველთვის მართლდება. „აზრზე მოსვლის“ დაგვიანებულ პირველ მაგალითს ევროპას დამსახურებულად დიდი ბრიტანეთი აძლევს. მას შემდეგ, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „რეფორმატორებმა“ გაიმარჯვეს, მათი მხარდამჭერი ილონ მასკი აფრთხილებს ბრიტანელებსაც და კონტინენტურ ევროპელებსაც: „ტერორისტული ცუნამი ემუქრება მიგრანტებით გადავსებულ ევროპას. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ მანდ ფართომასშტაბურ სასაკლაოს“. როგორც წესი, მასკის პროგნოზები მართლდება. საპარლამენტო „მასტოდონტების“ – ლეიბორისტების შემდგომ, იძულებული გახდნენ „ანტიმიგრაციულ“ დღის წესრიგზე საკუთარი წარმავალი პოლიტიკა ააგონ კონსერვატორებმაც. თემთა პალატის წარმომადგენელმა, კონსერვატორმა ნიკ ტიმოტიმ პირდაპირ განაცხადა: „მომავალ წლებში ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მიგრანტების მასობრივი გაძევება. ჩვენ უნდა მოვხსნათ ეროვნულ კანონმდებლობასა და სხვა ეპოქაში დაწერილ საერთაშორისო კონვენციებში არსებული სამართლებრივი დაბრკოლებები, რომლებიც ხელს გვიშლის ქვეყნის გადარჩენაში. ყველა მიგრანტი ერთნაირი არ არის. ახლა ინგლისში 50-დან ერთი ალბანელი ციხეშია, პაკისტანელი სამიდან ერთი ეკონომიკურად არააქტიურია, ხოლო სომალელთა 72% სოციალურ საცხოვრებლებში ცხოვრობს.“ რამდენად უშველის ჯერ პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის „ლეიბორისტებს“, ხოლო მათ შემდგომ საპარლამენტო „კონსერვატორებს“ თავის დროზე საკუთარი ძალისხმევით გახსნილი საიმიგრაციო „შლუზების“ სასწრაფო გადაკეტვისკენ მოწოდებები, „ანტიმიგრანტი“ პარტია „რეფორმატორების“ მზარდი პოპულარობის ფონზე, ყველაზე კარგად ასახავს ცნობილი რუსული ანდაზა „უკვე განვითარებული ციროზის შემთხვევაში, გვიანია „ბორჯომის“ სმა…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება