fbpx

დავით ქართველიშვილი: რადგან მიკაელ როტის თაყვანისმცემლებმა ჩვენი “შეჩვენება” წმინდა წერილზე დაყრდნობით დაიწყეს, ჩვენც შევახსენოთ მათ სახარება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი “ტაბულას” მიერ გამოქვეყნებულ ბანერს ეხმიანება, რომელზეც ფსალმუნიდან ციტატა წერია: „რამეთუ უწყის უფალმან გზაი მართალთაი და გზაი უღმრთოთაი წარწყმდეს.“ ანალიტიკოსი ლუკას სახარებას იხსნებს. „ეშმაკეული, წლობით ავი სულებით შეპყრობილი – სწორედ ფსევდოლიბერალიზმის ტყვეობაში მყოფ საქართველოს შეიძლება შევადაროთ.“- აღნიშნა ქართველიშვილმა. მისი თქმით, როგორც სახარებაში განიკურნა ეშმაკით შერპყრობილი, ასევე განიკურნება საქართველოც. „რადგან მიკაელ როტის თაყვანისმცემლებმა ჩვენი “შეჩვენება” წმინდა წერილზე დაყრდნობით დაიწყეს, რა გაეწყობა, ჩვენც შევახსენოთ მათ სახარება. დღე არ გადის, საკუთარ ქონებაზე ზრუნვამ, სანქციების შიშმა თუ ფინანსურმა ვალდებულებებმა – ახალი “სუვერენოფობი” არ გამოავლინოს ბიზნესის, კულტურისა თუ განათლების სფეროებიდან. ეს ქვეყნის შიგნით – აღარაფერს ვიძახი საერთაშორისო დონის პარანოიაზე. ხელისუფლების მიმართ ხან წყევლის, ხან ფსალმუნების ენაზე, ისმის ზოგან მუდარა, ზოგან- მუქარა. ეს ყველაფერი კი ლუკას სახარებას მაგონებს, სადაც ეშმაკეული, წლობით ავი სულებით შეპყრობილი – სწორედ ფსევდოლიბერალიზმის ტყვეობაში მყოფ საქართველოს შეიძლება შევადაროთ. უფალმა ის უბედური, როგორც იქნა, ამ ლეგიონისგან გაათავისუფლა. ხოლო ეს უამრავი შავბნელი ძალა ემუდარებოდა მაცხოვარს – ნუ მტანჯავ “იესო, ძეო მაღალი მღრთისაო”. საქართველომაც, მსგავსად უფლისა, უბრძანა უწმინდურ სულებს, გამოსულიყვნენ მისგან, ხოლო, ეს ბოროტი სულები კი, ევედრებიან საქართველოს: “ნუ გვიბრძანებო უფსკრულში დანთქმასო”. სახარებაში, იმ გადარინელი შეპყრობილის შემთხვევაში, ამ ლეგიონმა ღორების კოლტში შესვლა ამჯობინა – დღესაც გარდაუვალია ამ ბოროტი სულების, იმ ღორებივით, უფსკრულში გადაჩეხვა. ხოლო საქართველო, იმ ეშმაკეულის მსგავსად – აუცილებლად განიკურნება.“- წერს ქართველიშვილი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება