fbpx

დავით ქართველიშვილი: მოღალატე ზურაბიშვილმა დღესაც მოახერხა ქვეყნის მთავარი დღესასწაული ფარსად, ლიბერალური ფაშიზმისა და „ნაცების“ რიგით მიტინგად, თავის წინასაარჩევნო გამოსვლის პლატფორმად გადაექცია

„მოღალატე ზურაბიშვილმა დღესაც მოახერხა ქვეყნის მთავარი დღესასწაული ფარსად, ლიბერალური ფაშიზმისა და „ნაცების“ რიგით მიტინგად, თავის წინასაარჩევნო გამოსვლის პლატფორმად გადაექცია. დღეს ამ მოღალატემ ჩვენი ჯარისა და ზოგადად, ერის წინაშე მშვენიერი პერფორმანსი ჩაგვიტარა – თუ ვინ აღარ უნდა ავირჩიოთ საქართველოში. არა და არასოდეს!“ – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ქართველიშვილმა ბოდიში მოუხადა თითოეულ ქართველ ჯარისკაცს, იმის გამო, რომ მოღალატე „პრეზიდენტის” წინაშე მოუწიათ ფიცის დადება.

„პირველ რიგში თითოეულ ქართველ ჯარისკაცს მინდა მოვუხადო ბოდიში, რომ მათ შორის ჩემი, ექვსი წლის წინანდელი არჩევანის გამო, მათ დღეს მოუწიათ მოღალატე „პრეზიდენტის” წინაშე ფიცის დადება. თუმცა, ეს ფიცი დაიდო საქართველოსა და უფლის და არა -ტრიბუნასთან მყოფი იმ სამარცხვინო ბუტაფორიის წინაშე.

სამარცხვინო იყო ჯარისა და ჯარისკაცების წინაშე რაღაც შიშებზე და შფოთზე საუბარი. უსინდისობა იყო მათ წინაშე მათივე სახელოვანი პაპების აუგად მოხსენიება, იმ ისტორიული მეხსიერების „განსაბჭოებაზე” საუბარი, რამაც მოღალატე „პრეზიდენტის” ოჯახთან ერთად, სრულიად ევროპა გაათავისუფლა კლასიკური ფაშიზმისაგან იმისთვის, რომ ჩვენი წინაპრების სისხლის ფასად, დღეს ქვეყნის მთავარ მოედანზე, ლიბერალურ ფაშიზმზე ლექციებს გვიკითხავდნენ.

უკიდეგანო სიცრუე ჟღერდა დღეს თავისუფლების მოედანზე მოღალატე „პრეზიდენტის” ბაგეებიდან. თითქოს ეს ჩვენმა, და არა მისმა წინაპრებმა დაუტოვეს საქართველო 1921 წელს საჯიჯგნად ბოლშევიკურ იმპერიას და კომფორტულ გარემოში გაიქცნენ. თითქოს მან, და არა ჩვენმა ძმებმა და დებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად, 9 აპრილის შემდეგ საფუძველი ჩაუყარეს ჩვენს უახლოეს ისტორიასა და რეინკარნირებული დამოუკიდებელი საქართველოს დასაბამს.

მზამზარეულზე ჩამოსული ეს გადამთიელი დღეს საქართველოს ულოცავდა მენშევიკების შთამომავალი პრეზიდენტის ყოლას და მიწასთან ასწორებდა ქართველების იმ წინა თუ ამჟამინდელ თაობებს, რომლებიც მისნაირ მოღალატეებს დღეს უფლებას არ ვაძლევთ მათ მიერ ნაქებ უკრაინად გადავაქციოთ სამიათასწლოვანი ისტორიის მქონე სახელმწიფო.

მოღალატე ზურაბიშვილმა დღესაც მოახერხა ქვეყნის მთავარი დღესასწაული ფარსად, ლიბერალური ფაშიზმისა და ნაცების რიგით მიტინგად, თავის წინასაარჩევნო გამოსვლის პლატფორმად გადაექცია. დღეს ამ მოღალატემ ჩვენი ჯარისა და ზოგადად, ერის წინაშე მშვენიერი პერფორმანსი ჩაგვიტარა – თუ ვინ აღარ უნდა ავირჩიოთ საქართველოში. არა და არასოდეს!” – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება