ოლიგარქიული ოჯახების ინტერესებში შედის, რომ იაფი ენერგია ჩვენს ქვეყანას არ ჰქონოდა და სწორედ ევროკომისიის ხელით აფინანსებდნენ ჰესების წინააღმდეგ გამომსვლელ აგენტურას, რადგან გაღარიბებული და დანგრეული ეკონომიკაა იმის საწინდარი, რომ „ბლექ როკის“ სახით, კორპორაციული მმართველობა დამყარდეს ქვეყანაში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პარალელურად, „დიფ სთეითის“ გემის თანახმად, ევროპიდან ხელოვნურად გაიყვანეს წამყვანი კომპანიები, ამ ეკონომიკურ პრობლემებს კი ე.წ. „ქოლ ცენტრების“ სქემა დაუმატეს.
„ამის პარალელურად, ევროპიდან ხელოვნურად გაიყვანეს წამყვანი კომპანიები და უმეტესობა მათგანმა წარმოება აშშ-ში, ხოლო ნაწილმა აზიის კონტინენტზე გადაიტანა. ამის კარგი მაგალითია ებრაელი მილიარდერი ბერნარ არნო, რომელმაც ერთ დღეს გამოაცხადა, რომ გაუსაძლისია ევროპაში ბიზნესის კეთება, შედეგად კი ყველა წარმოება და აქტივი ამერიკაში გადაიტანა.
იმისთვის, რომ ხელოვნურად გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები კიდევ უფრო ღრმად დასულიყო საზოგადოების ყველა ფენამდე, კრიზისი რომ შეხებოდა ყველა ადამიანს, ოლიგარქიულმა ოჯახებმა ეგრეთ წოდებული „ქოლ ცენტრების“ სქემა შეიმუშავეს.
გამომდინარე იქიდან, რომ „დიფ სთეითის“ მესვეურებს სრული წვდომა აქვთ ნებისმიერი ადამიანის საბანკო და პირად მონაცემებზე, მათ აგენტურისა და კონტროლირებადი კრიმინალების ხელით დაიწყეს ევროპაში მცხოვრები პენსიონერებისა და სხვა სოციალური ჯგუფების პირადი და საბანკო მონაცემების გადაცემა სხვადასხვა დაჯგუფებებისთვის, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ ევროპაში მილიონობით ადამიანის ანგარიშებიდან მილიარდობით ევროს დანაზოგები გააქრეს, რამაც კიდევ უფრო გაზარდა და გააღრმავა ადამიანთა კრიტიკული დამოკიდებულება სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ.“ – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, სადაც ის ვრცლად მიმოიხილავს „დიფ სთეითის“ სამომავლო გეგმებს.