დავით ქართველიშვილი – ევროპა ახლა „დიფ სთეითის“ ახალი გეგმის პირველი ტესტირების წინაშე დგას: უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, სწორედ ევროპის კონტინეტზე ვიხილავთ პირველ ქვეყანას – სადაც კორპორაციული მმართველობა დაკანონდება

ევროპა ახლა „დიფ სთეითის“ ახალი გეგმის პირველი ტესტირების წინაშე დგას: უახლოეს პერიოდში, სავარაუდოდ, სწორედ ევროპის კონტინეტზე ვიხილავთ პირველ ქვეყანას – სადაც კორპორაციული მმართველობა დაკანონდება,  –  წერს „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის მიერ ევროპის კრიტიკის ხაზი გაგრძელდება და იტყვიან, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებდა, ხელისუფლებებმა და პოლიტიკოსებმა მიიყვანეს ევროპის ქვეყნები კატასტროფამდე, შესაბამისად, ახალი, კორპორაციული მმართველობის დრო დადგა.

„საჯაროდ გააგრძელებენ ვენსის ხაზს, საჯაროდ იტყვიან, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა, ხელისუფლებებმა, პოლიტიკოსებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა მიიყვანეს კატასტროფის ნიშნულამდე ევროპის ქვეყნები და დრო დადგა ახალი, კორპორაციული მმართველობის, სადაც პირდაპირ ლეგალიზებული იქნება ოლიგარქიული მმართველობა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავისთავად კორპორაციულ მმართველობაში ცუდი არაფერია, მაგრამ „დიფ სთეითი“ მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს არა ხალხის სასარგებლოდ, არამედ ხალხის საწინააღმდეგოდ იყენებს. მარტივად რომ ვთქვათ – თოკი ბევრი საქმისთვის გამოსადეგი ნივთია, მაგრამ ოლიგარქები მას ადამიანებს მხოლოდ თავის ჩამოსახრჩობად სთავაზობენ. პირველი კორპორაციული მმართველობის ქვეყანაში, ცხადია, ყველაფერი მალე მოგვარდება, გაიზრდება ეკონომიკა, დამარცხდება კრიმინალი და შეიქმნება ილუზია, რომ ეს არის მმართველობის ყველაზე იდეალური ფორმა. მიზანი ნათელია – შემდგომში მმართველობის ეს ფორმა მარტივად, ოვაციით უნდა მიიღოს სხვადასხვა ქვეყანამ და ამ ქვეყნის საზოგადოებამ.“ – წერს ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება