დავით ქართველიშვილი: გერმანიის ელჩს, მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომების შესვენებებში მაინც, შეახსენეთ, რომ საქართველოში 1996 წლიდან ხელმისაწვდომია ინტერნეტი

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება გერმანიის ელჩის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველო არასაინტერესო ქვეყანაა გერმანელი ინვესტორებისთვის. ექსპერტი წერს, რომ ბოლო დროს გერმანიაში წამყვანი დარგების კრიზისი შეინიშნება და ამ დარგების ვრცელ სიას აქვეყნებს.

„გიორგი აბაშიშვილი: როდესაც გერმანიის მოქმედი ელჩის თქმით, საქართველო არასაინტერესო ქვეყანაა გერმანელი ინვესტორებისთვის, ბრიტანეთის ყოფილი ელჩი 2025 წლის 15 მაისს აცხადებს: – დიდი ბრიტანეთი რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტორად საქართველოს ეკონომიკაში. მე კი ვურჩევდი ჰერ ელჩს, ბათუმის სასამართლოში თუ რუსთაველზე სიარულს, პერიოდულად დაინტერესდეს საკუთარი ქვეყნის ამბებით და აქეთ გვკითხოს – ჩვენთვის რამდენად საინტერესოა გერმანიის საინვესტიციო ფონი.

გერმანიაში ბოლო წლებში აშკარად შეინიშნება მრეწველობის კლების ნიშნები რამდენიმე მთავარ და მისთვის ტრადიციულ დარგში, რაც გამოწვეულია ენერგეტიკული კრიზისით, შრომის მაღალი ღირებულებით, ევროკავშირის ეკოლოგიური რეგულაციებითა და გეოპოლიტიკური არასტაბილურობით. ქვემოთ წარმოდგენილია ძირითადი კრიზისული დარგები, გაკოტრების წინაშე მყოფი ბრენდები და მათი რელოკაციის ქვეყნები:

✅ ავტომობილების წარმოება და კრიზისის მთავარი მიზეზები: ძვირადღირებული „მწვანე“ ტრანსფორმაცია, ჩიპების დეფიციტი, კონკურენცია ჩინეთთან და აშშ-სთან – რამაც გამოიწვია წარმოების შემცირება, მისი გადატანა აშშ-ში, აღმოსავლეთ ევროპასა და ჩინეთში.

✅ ქიმიური ინდუსტრია (მაგალითად, BASF), რომელიც განადგურების პირასაა, რაც გამოწვეულია ენერგორესურსების გაძვირებით რუსეთის გაზის შეწყვეტის შემდეგ, მკაცრი ეკოლოგიური მოთხოვნებით და ა.შ.

✅ მანქანათმშენებლობა და მეტალურგია ღრმა კრიზისშია, რომელიც გამოიწვია რესურსების გაძვირებამ, კვალიფიციური კადრების დეფიციტმა, ჩინეთიდან შეკვეთების შემცირებამ.

✅ ენერგეტიკა და მძიმე მრეწველობა უმძიმეს მდგომარეობაშია. მიზეზები: ბირთვული და ქვანახშირის ენერგიის შეწყვეტა, ელექტროენერგიის ფასების მკვეთრი ზრდა, რამაც ალუმინის, ცემენტის და ფოლადის წარმოების შემცირება გამოიწვია.
შედეგად, გაიზარდა იმ დიდი კომპანიებისა და ბრენდების რაოდენობა, რომლებმაც შეამცირეს ან გაიტანეს გერმანიიდან თავისი წარმოება :

❌ BASF (ქიმია) – ნაწილობრივ დახურა წარმოება ლუდვიგსჰაფენში, ძირითადი საწარმოები გადაინაცვლეს ჩინეთსა (ჟანძიანი) და აშშ-ში.

❌ Volkswagen – ელექტრომობილების ნაწილის წარმოება გადატანილია ჩეხეთში, სლოვაკეთსა და ჩინეთში, ასევე გეგმავს გაფართოებას აშშ-ში.

❌ BMW-მ შეამცირა შიდა წვის ძრავების წარმოება გერმანიაში და გადაიტანა წარმოება უნგრეთში (ახალი ქარხანა დებრეცენში).

❌ Siemens Energy განიცდის პრობლემებს ტურბინების სექტორში და განიხილავს საწარმოს ნაწილის გადატანას აზიაში.

❌ ArcelorMittal-მა (მეტალურგია)
შეამცირა ფოლადის წარმოება ჰამბურგსა და ბრემენში, ძვირი ენერგიის გამო.

❌ Zalando და სხვა ონლაინ-გაყიდვების პლატფორმებმა შეამცირეს პერსონალი და ლოჯისტიკური ცენტრები გერმანიაში, ნაწილი გადაიტანეს პოლონეთსა და ჩეხეთში.

გერმანიის ელჩს, მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომების შესვენებებში მაინც, შეახსენეთ, რომ საქართველოში 1996 წლიდან ხელმისაწვდომია ინტერნეტი!“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება