დავით ქართველიშვილი აშშ-ის ელჩზე: უკანასკნელი დავალებაც “ჩაა-შილა-ფლავეთ” – ბიძინა ივანიშვილი ვერ შემოიტყუეთ ერთუჯრედიანი ცბიერებით გათვლილ თქვენს “წაუგებელ” კომბინაციაში „აშშ-ს საელჩოს საკონტროლო-გამშვები პუნქტი აშკარად შეძახილის მოლოდინშია

: “Даниган! На выход! С вещами!”,“ – წერს სოციალური ქსელით პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. ექსპერტის თქმითვე, რობინ დანიგანის ბოლო დროინდელი საქციელები სასოწარკვეთილებით გამოწვეული მავნებლობაა. „აშშ-ს საელჩოს საკონტროლო-გამშვები პუნქტი აშკარად შეძახილის მოლოდინშია: “Даниган! На выход! С вещами!” მისი არაერთი ბოლო საქციელი სასოწარკვეთილების ნიადაგზე გამოწვეული მავნებლობაა გარდაუვალი ფინალის მოლოდინში. მსგავსად თავისი ყოფილი დაქალისა და კოლეგის, უკრაინაში აშშ-ს ექს-ელჩისა ბრიჯიტ ბრინკისა იქცევა რობინ დანიგანი, რომელმაც დაიწყო უკვე დონალდ ტრამპის ლანძღვა/გინება. დანიგანს ეს “საპატიო მისია” ჯერ კიდევ წინ აქვს. აგერ მე და აგერ “გირჩი-ოქრუ-მელია” საკანში. 26 მაისს სხვა ელჩებთან ერთად სამთავრობო ზეიმზე არ მოდიხარ – “გასაგებია”. შენი ქვეყნის სენატორს არ მიყვები პრემიერთან შეხვედრაზე – “ჯანდაბას”. ტრამპგარეშე “პრეზიდენტს” ხვდები საელჩოში – “შავი ჭირი ორსავე თავსა თქვენსა”. მაგრამ! დიპლომატიური არხით მიღებულ და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აშშ-ს პრეზიდენტის მილოცვის იძულებით გადაცემას რომ მალავთ და ვერც უარყოფთ, ერთადერთ საფიქრალს მიჩენს… არ გცალიათ. სხვა მნიშვნელოვანი საქმით ხართ დაკავებული – ბარგს ალაგებთ, “с вещами!” ბრძანების მოლოდინში. თანაც, უკანასკნელი დავალებაც “ჩაა-შილა-ფლავეთ”: ბიძინა ივანიშვილი ვერ შემოიტყუეთ ერთუჯრედიანი ცბიერებით გათვლილ თქვენს “წაუგებელ” კომბინაციაში. ასე რომ, დე-ფაქტო “გუდბაი” მისის დანიგან, დე-იურეც წამოგვეწევა აუცილებლად. ქალბატონ კელი დეგნანს ჩვენგან გულითადი “პრივეტები”. ჩმოკი-ჩმოკი,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება