დავით ქართველიშვილი: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თბილისიდან 40-50 კილომეტრში განლაგებულია რუსული სამხედრო დანაყოფები და მზად არიან ნებისმიერ დროს დაქოქონ ჯავშანტექნიკა, როსტოვის სამხედრო აეროდრომიდან ააფრინონ თვითმფრინავები და გააკეთონ ის, რაც 2008 წელს

„რუსეთი სამხრეთ კავკასიას არ დათმობს,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთი იბრძოლებს ბოლომდე და გამოიყენებს სამხედრო ჩარევის ჩათვლით, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს იმისთვის, რომ არ დათმოს სამხრეთ კავკასია.

„რუსეთი სამხრეთ კავკასიას არ დათმობს, ეს არის მოცემულობა. ის იბრძოლებს ბოლომდე და გამოიყენებს სამხედრო ჩარევის ჩათლით, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს იმისთვის, რომ არ დაუშვას და არც არასდროს დაუშვია ბოლომდე სამხრეთ კავკასიის დათმობა, ჩვენ ეს ძალიან კარგად ვიცით.

ერთადერთი, რაც არ უნდა გვავიწყდებოდეს არასდროს არის ის, რომ თბილისიდან 40-50კილომეტრში განლაგებულია ძალიან ძლიერი რუსული სამხედრო დანაყოფები, რომელიც მზად არის ნებისმიერ დროს დაქოქოს თავისი ჯავშანტექნიკა, როსტოვის სამხედრო აეროდრომიდან ააფრინოს თვითმფრინავები და გააკეთოს ის, რასაც ადგილი ჰქონდა 2008 წელს,“ – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება