დავით ქართველიშვილი:ჩვენ დღეს “აფრასიძეები” ვართ და კიდევ დიდხანს მოგვიწევს ამ ტრაგიკულ როლში ყოფნა – სანამ რეალური და არა ვირტუალური ბოროტება, საბოლოოდ არ განიგმირება სამართლიანობის შუბით

„დღეს ყველანი “აფრასიძეები” ვართ იმ ვირტუალურ წარმოდგენებში, რომ ქვეყანას კვლავ დაუბრუნდა ხელისუფლების სათავეში სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი და ბარამიძე,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. ექსპერტის თქმითვე, მას სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ნანახი აქვს ვიდეოზე გადაღებული სადიზმის კადრები, სადაც უდანაშაულო ქართველ მამაკაცზე, სამი მცირეწლოვანი შვილის მამაზე, ფიზიკური და სექსუალური ძალადობაა აღბეჭდილი. „დღეს ყველანი “აფრასიძეები” ვართ იმ ვირტუალურ წარმოდგენებში, რომ ქვეყანას კვლავ დაუბრუნდა ხელისუფლების სათავეში სააკაშვილი, ადეიშვილი, მერაბიშვილი და ბარამიძე. დღევანდელობის ამ ვირტუალურ მოდელირებაში დღეს მე გამომათრევდნენ ხელბორკილ დადებულს შვილის საფლავზე და წინასწარ რამდენიმეჯერ დანით მიყენებული ჭრილობის შემდეგ, იქვე ჩამცხრილავდნენ ავტომატებით. ჩემი შვილიშვილები კი ამ დროს, უკეთეს შემთხვევაში, საწოლის ქვეშ მოახერხებდნენ დამალვას – მე ამის გაკეთებას მათ წინასწარ ვასწავლიდი, მოვასწრებდი ამას. დიახ, ეს ასე მოხდებოდა. ამას გეუბნებით მე, ადამიანი რომელმაც სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, იძულებული ვიყავი მეყურებინა ვიდეოზე გადაღებული კადრები, სადიზმის თუ რა მწვერვალებს შეიძლება მიაღწიოს განსულიერებულმა არაადამიანმა უდანაშაულო ქართველ მამაკაცზე, სამი მცირეწლოვანი შვილის მამაზე, მასზე ფიზიკური და სექსუალური ძალადობის კუთხით. ამას ვწერ განსულიერების გზაზე მყოფ იმ “პრადვინუტების” ბაბლისთვის და “პეროვნებებისთვის” – ვისთვისაც ჩემი ვირტუალური მოდელი ამ წამს, წაკითხვისას, სიამოვნებას ანიჭებს. იმათთვის ვწერ – ვისთვისაც სიკეთისა და ბოროტების აღქმის “სენსორები” იმ დონეზე აქვთ დაზიანებული, რომ ისინი სწორედ ამ მოდელის ხორცშესხმას ნატრულობენ და ჩემი, და ჩემი ოჯახის წევრთა განადგურებას – “ბოროტებასთან” ბრძოლას უწოდებენ. დიახ, ჩვენ დღეს “აფრასიძეები” ვართ და კიდევ დიდხანს მოგვიწევს ამ ტრაგიკულ როლში ყოფნა – სანამ რეალური, და არა ვირტუალური ბოროტება, საბოლოოდ არ განიგმირება სამართლიანობის შუბით. რა, მშვიდობა მინდა? რომც შევეწირო – ამას მივაღწევ…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება