დავით სარაჯიშვილის გამზირზე სატრანსპორტო კვანძის მოწესრიგება დაიწყო

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტომ დავითსარაჯიშვილის გამზირზე, გლდანის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზეარსებული კვანძის მოწესრიგება დაიწყო.სამუშაოების ფარგლებში, გამზირის გარკვეულ ნაწილში გაფართოვდებატროტუარი, ხოლო გზის იმ მონაკვეთში, სადაც საფეხმავლო ბილიკი დღემდე არარსებობდა, ახალი ტროტუარი მოეწყობა. ასევე, განთავსდება პანდუსები, ზებრაგადასასვლელები, გზის სავალი ნაწილი დაიხაზება და დამონტაჟდება საგზაონიშნები.პროექტის მიზანი ქერჩის ქუჩისა და სარაჯიშვილის გამზირის კვეთაზე არსებულგზაჯვარედინზე ქვეითთა გადაადგილების უსაფრთხოებისა და კომფორტისუზრუნველყოფაა.აღსანიშნავია, რომ გადასასვლელის მოწყობა არ მოითხოვს შუქნიშნის ფაზებისცვლილებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სატრანსპორტო მოძრაობა არ შეფერხდება დაგზაჯვარედინი ფუნქციონირებას არსებული რეჟიმით განაგრძობს.სამუშაოების განხორციელების საფუძველი მოქალაქეთა არაერთი თხოვნა გახდა.აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს, როგორც ქვეითთაუსაფრთხოების ამაღლების, ისე ურბანული სივრცის განვითარებისმიმართულებით.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება