დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის კურსის მონაწილეებისთვისენერგეტიკის ეკონომიკისა და მართვის შესახებ ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნულიკომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლოცენტრში მიმდინარე სასწავლო კურსის „ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმებიდა პრაქტიკა“ მონაწილეებისთვის ლექცია წაიკითხა. სემეკის თავმჯდომარის სალექციოთემა ენერგეტიკის ეკონომიკასა და მართვის პრინციპებს შეეხებოდა, რომლიც მოდულიცსპეციალურად კურსის მონაწილეებისთვის შეიქმნა.დავით ნარმანიამ ლექციის ფარგლებში ისაუბრა ენერგეტიკის სექტორზე როგორცეკონომიკისათვის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებაზე, მიმოიხილა ენერგეტიკულიბიზნესის სუბიექტები, ყურადღება გაამახვილა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარერეფორმირების პროცესზე, სახელმწიფოს როლზე ენერგეტიკაში, ბაზრებზე კონკურენციისგანვითარების მნიშვნელობაზე, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე,ენერგეტიკული ბიზნესის მართვასა და კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობაზე.სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლოცენტრში „ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა“სასწავლო კურსი მიმდინარეობს. სასწავლო კურსი განკუთვნილიაელექტროენერგეტიკის სექტორში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, უმაღლესისასწავლებლის სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვის და ყველადაინტერესებული პირისთვის, რომელთა პროფესიული ინტერესები მოიცავსელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების საკანონმდებლო/სამართლებრივ,ეკონომიკურ და ტექნიკურ ასპექტებს. კურსი მიზნად ისახავს ცოდნის გაღრმავებასელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმების სხვადასხვა თეორიულ დაპრაქტიკულ საკითხებში. კურსის ფარგლებში დაგეგმილია გასვლითიღონისძიებები.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება