დავით კვინიკაძემ ვაკის რაიონის გამგებლის თანამდებობა დატოვა და მუშაობასრეგიონული განვითარების სამინისტროში განაგრძობს, – ამის შესახებ თბილისისმერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზეგანაცხადა.მან დავით კვინიკაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა დაწარმატებები უსურვა.„დათო არის ღირსეული და პროფესიონალი ადამიანი. იგი 2015 წლიდანშემოუერთდა ჩვენს გუნდს, ვაკის გამგეობაში მუშაობდა სხვადასხვათანამდებობაზე, რაიონის გამგებლის თანამდებობას კი 2021 წლიდან იკავებდა.ბევრი კარგი პროექტი აქვს ჩვენთან ერთად განხორციელებული. დარწმუნებულივარ, ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მიიღო, მომავალ საქმიანობაში გამოადგება“, -განაცხადა კახა კალაძემ.