fbpx

დავით კაჭარავა: წარმოუდგენელი რაღაც ხდება მთელ მსოფლიოში – ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას აშანტაჟებენ და სანქციებით ემუქრებიან მხოლოდ იმის გამო, რომ “გამჭვირვალობის შესახებ კანონი” მივიღეთ

“ჩვენი ქვეყნის ისტორია გვასწავლის იმას, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა საკუთარი ქვეყნისთვის თავი გაწირა, გადადგა ნაბიჯები ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და ჩვენი ფასეულობებისთვის,” – ამის შესახებ მედიასთან “ხალხის ძალის” წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ განაცხადა.

მისი თქმით, სრულიად წარმოუდგენელია, ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში კანონის მიღების გამო დასანქცირდეს. „წარმოუდგენელი რაღაც ხდება მთელ მსოფლიოში – ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას აშანტაჟებენ და სანქციებით ემუქრებიან მხოლოდ იმის გამო, რომ “გამჭვირვალობის შესახებ კანონი” მივიღეთ. ეს არის პირდაპირ შანტაჟი და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა, რაც ჩვენთვის მიუღებელია და არ ვაპირებთ არც ერთი ნაბიჯის უკან გადადგმას და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტით ვაჭრობას. ჩვენი ქვეყნის ისტორია გვასწავლის იმას, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა საკუთარი ქვეყნისთვის თავი გაწირა, გადადგა ნაბიჯები ჩვენი დამოუკიდებლობისთვის და ჩვენი ფასეულობებისთვის. ის პოზიცია, რაც გვიჭირავს, ეს არის ეროვნული პოზიცია და ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესები – მთელი ჩვენი გუნდი მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ ეს გზა. მთავარი ის არის, რომ ჩვენ ვართ მართლები და ამ სიმართლით ვივლით ბოლომდე.“ – განაცხადა დავით კაჭარავამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება