fbpx

დავით კაჭარავა: დღეს საოცრება ვიხილეთ, როცა გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის წარმომადგენელმა მოტივირებული შენიშვნების ნაცვლად განგვიცხადა, რომ კანონის განხილვაში არ შემოვა, კითხვაზე – „რატომ?“, მივიღეთ პასუხი – „იმიტომ“

„უკვე ყველასთვის გაშიშვლდა ის პროცესი და ცრუ ნარატივი, რითაც რადიკალური ოპოზიცია მოქმედებს, [მათ შორის, გამჭვირვალობაზე კანონთან დაკავშირებით].“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია გამჭვირვალობაზე კანონის განსახილველად პარლამენტში არც მანამდე დადიოდა, დღეს კი, საზოგადოებამ საერთოდ საოცრება იხილა, როცა პრეზიდენტის წარმომადგენელმა მოტივირებული შენიშვნები არ წარმოადგინა და ამასთან დაკავშირებით, კითხვაზე – „რატომ?“, უპასუხა, რომ – „იმიტომ“.

„გვახსოვს, რომ ისინი გამჭვირვალობის შესახებ კანონის განსახილველად არ შემოდიოდნენ არც საკომიტეტო, არც სასესიო მოსმენებზე. შემდეგ, აღმოჩნდა, რომ არც ვენეციის კომისია შემოვიდა კონკრეტულ სამართლებრივ განხილვაში. დღეს კი საერთოდ საოცრება ვიხილეთ, როცა გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის წარმომადგენლის მხრიდან მოტივირებული შენიშვნების ნაცვლად მივიღეთ მხოლოდ ის პასუხი, რომ ამ კანონის განხილვაში არ შემოვა, კითხვაზე კი – „რატომ?“, პასუხი – „იმიტომ“. აქედან გამომდინარე, საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია.“ – განაცხადა დავით კაჭარავამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება