დაბა ასპინძაში სანაპიროს ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება

პროექტის ფარგლებში მოეწყობა დეკორატიული ღობეები, ტროტუარები, გარე განათების ბოძები და გარკვეულ მონაკვეთზე საყრდენი კედლები.

აღნიშნულ სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,არალი” აწარმოებს.

პროექტი მრავალწლიანია და მისი მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 1 363 000 ლარს, მიმდინარე წლისთვის გათვალისწინებულია 166 673 ლარის სამუშაოების შესრულება.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება