დაბა ასპინძაში მუსიკალური სკოლისა და ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია დასრულდა

. გურამიშვილის ქუჩაზე სპორტული მოედანი და სანაპიროს ქუჩაზე საბავშვო სკვერი მოეწყო. დასრულებული პროექტები სახელმწიფო რწმუნებულმა სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბესიკ ამირანაშვილმა და ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ მაგრაქველიძემ დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში მუსიკალური სკოლის და ბიბლიოთეკის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

მოეწყო იატაკზე ლამინირებული პარკეტი, თაბაშირ-მუყაოს ჭერი, კარ- ფანჯრები, დარბაზში შეკიდული ამსტრონგის ჭერი, შეიცვალა ელექტრო სისტემა და მოპირკეთდა ეზო.

გურამიშვილის ქუჩაზე კი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო მინი სტადიონი ხელოვნური საფარით და ლითონის ღობით, სანაპიროს ქუჩაზე დამონტაჟდა ტრენაჟორები და საბავშვო ატრაქციონები.

პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება