გურამ მაჭარაშვილი წალენჯიხის მერიის განცხადებაზე: ამბობენ, თითქოს პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან და ამ დროს თავად იღებენ ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მათივე სუბიექტური პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის მიმართ წალენჯიხის მერიის მოწოდებას მედიასთან ეხმიანება. მისი განმარტებით, წალენჯიხის მერიის განცხადება გასაკვირი არაა, რადგან ეს მუნიციპალიტეტი რადიკალური ოპოზიციით არის დაკომპლექტებული. „წალენჯიხის მერიის განცხადება გაკვირვებით ვერ გაგვიკვირდებოდა, იმიტომ, რომ ვიცით ეს მუნიციპალიტეტი პოლიტიკური ნიშნით იყო დაკომპლექტებული. ეს მოცემულობა არავის უკვირს, უბრალოდ სამწუხაროა ის, რომ თავად ამბობენ, თითქოს პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან და ამ დროს თავად იღებენ ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მათივე სუბიექტური პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება