გურამ მაჭარაშვილი: პრემიერ-მინისტრის წერილის და პარლამენტის დადგენილების მიზანია ქართულმა საზოგადოებამ იცოდეს – რაზე შეიძლება მოაწეროს ხელი ამერიკის პრეზიდენტმა

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი MEGOBARI აქტს მედიასთან ეხმიანება. დეპუტატმა განმარტა, რომ დონალდ ტრამპის მისამართით პრემიერ-მინისტრის წერილისა და პარლამენტის დადგენილების მიზანია ქართულმა საზოგადოებამ გაიგოს, თუ რას შეიძლება მოაწეროს ხელი ამერიკის პრეზიდენტმა.

„აქტში რაც წერია, იმის საწინააღმდეგო პოლიტიკის მომხრეა დღეს ამერიკის პრეზიდენტი და თუ იმ დოკუმენტზე ხელს მოაწერს, რომლის საწინააღმდეგო პოლიტიკასაც თავად აწარმოებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება ცუდი ყველასთვის“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა და აღნიშნა, რომ აქტზე ხელის მოწერა დონალდ ტრამპის გადასაწყვეტია, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია თავიანთი პოზიცია დონალდ ტრამპსა და მის გარემოცვას საჯაროდ აცნობოს.

„MEGOBARI აქტზე ხელის მოწერის საკითხი დონალდ ტრამპის გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი პოზიცია მას და მის გარემოცვას საჯაროდ გავაგებინოთ. ამ წერილში ისეთი რამ წერია, რაც არის მისივე პოლიტიკის საწინააღმდეგო. ეს ხომ საჯარო აქტია, ეს არ ეხება პირად საქმეს. ჩვენი მიზანი, პირველ რიგში არის, რომ ქართულმა და ზოგადად ცივილიზებულმა საზოგადოებამ იცოდეს – რაზე შეიძლება მოაწეროს ხელი ამერიკის პრეზიდენტმა. იცოდეს, რომ აქტში რაც წერია, იმის საწინააღმდეგო პოლიტიკის მომხრეა დღეს ამერიკის პრეზიდენტი და თუ იმ დოკუმენტზე ხელს მოაწერს, რომლის საწინააღმდეგო პოლიტიკასაც თავად აწარმოებს, რა თქმა უნდა, ეს იქნება ცუდი ყველასთვის – ჩვენთვისაც და მისთვისაც. ამას ემსახურება პრემიერი- მინისტრის წერილი და პარლამენტის დადგენილებაც.
ჩვენ მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ სიმართლე გაიმარჯვებს ისე, როგორც, ამ შემთხვევაში, 5 ნოემბერს – ამერიკაში და 26 ოქტომბერს – საქართველოში გაიმარჯვა,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება