fbpx

გურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირსაც ჭირდება შუა დერეფანი. ევროკავშირი რუსეთზე არ ამბობს უარს, მასთან სავაჭრო ურთიერთობებს აგრძელებს და საქართველოზე და ჩინეთზე, რა თქმა უნდა, არ იტყვის უარს

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი არ ეთანხმება ოპოზიციის არგუმენტს, რომ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პრობლემები შეექმნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა და დასძინა, რომ შუა დერეფნის პროექტის განხორციელება ევროკავშირის ინტერესებშიცაა. მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი რუსეთზე არ ამბობს უარს და წარმატებით აგრძელებს მასთან სავაჭრო ურთიერთობებს და მით უმეტეს უარს არ იტყვის საქართველოზე.

„საზოგადოება ხედავს, რომ როცა ამბობენ, თითქოს კანონის [„უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“] მიღების გამო საქართველოს ევროკავშირში პრობლემები შეექმნება, არის ბაქი-ბუქი და მეტი არაფერი. ამას დღევანდელი დღეც ადასტურებს, იმიტომ, რომ ევროკავშირსაც უნდა შუა დერეფანი. მარტო ჩინეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს კი არ ჭირდება ეს პროექტი, ევროკავშირსაც უნდა, იმიტომ, რომ იქ უნდა გავიდეს ეს ყველაფერი. ევროკავშირი რუსეთზე არ ამბობს უარს, მასთან სავაჭრო ურთიერთობებს აგრძელებს და საქართველოზე და ჩინეთზე იტყვის უარს, რა თქმა უნდა, არ იტყვის,” – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ის, რომ კანონზე მსჯელობისათვის პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები არ გამოეხმაურნენ, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ადასტურებს ევროკავშირის ინტერესს საქართველოსადმი. „ელჩების უარი ქართული საზოგადოებისათვის აღმოჩნდა წყალგამყოფი და ის დარწმუნდა, რომ ამ კანონში არაფერი ცუდი არ არის და უბრალოდ იმიტომ, რომ სხვა ქვეყნები იღებენ და საქართველოში მისი მიღება არ უნდათ, რადგან აქ შავი ფული უნდა იხარჯებოდეს, რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია ქართული საზოგადოებისათვის,” – დასძინა გურამ მაჭარაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება