გურამ მაჭარაშვილი გახარიას – თქვენი ამოცანა, რომ უფრო უკეთესი სიტუაცია ყოფილიყო საგუშაგოს დადგმის შემდგომ, აღმოჩნდა, რომ საერთოდ დაკავებები აღარ არის ამ ტერიტორიაზე, აღარც ბორდერიზაცია, იმიტომ რომ მთლიანად წაიღეს საგუშაგოს დადგმის შემდგომ ეს ტერიტორია – აი ეს არის სურათი თქვენი ამოცანა იყო ის, რომ ნაკლებად ეფექტურად რომ აკონტროლებდით ამ ტერიტორიას, როგორც თქვენ თვლით უფრო ეფექტურად რომ გაგეკონტროლებინათ ამიტომ ჩადგით ეს საგუშაგო ხომ ასეა?- ამ კითხვით მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა შს იმჟამინდელ მინისტრს, გიორგი გახარიას, ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსების საკითხზე საუბრისას. აღნიშულ კითხვაზე გიორგი გახარიამ მაჭარაშვილს უპასუხა, რომ საგუშაგოს ჩადგმის მთავარი მიზანი იყო ის, რომ ბორდერიზაცია არ მომხდარიყო. „უფრო ეფექტურად გაგვეკონტროლებინა ერთი მაგრამ ეგ არ იყო მთავარი იყო ის, რომ ბორდერიზაცია არ მომხდარიყო“,-განაცხადა გიორგი გახარიამ. მაჭარაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას ამოცანა, რომ საგუშაგოს დადგმის შემდგომ უკეთესი სიტუაცია ყოფილიყო ვერ მოხერხდა, რამდენადაც საგუშაგოს დადგმის შემდგომ სრულად წაიღეს ტერიტორია. „დაკავებები იყოო და არ დადასტურდა ეს „სუს-ის“ მიერ. იყო სულ ორი პირის შეჩერება, აი ამ ტერიტორიაზე და შემდეგ ჩამოსვლა და თქვენი ამოცანა, რომ უფრო უკეთესი სიტუაცია ყოფილიყო საგუშაგოს დადგმის შემდგომ აღმოჩნდა, რომ საერთოდ დაკავებები აღარ არის ამ ტერიტორიაზე, აღარც ბორდერიზაცია აღარ არის, აღარც შეჩერება აღარ არის, იმიტომ რომ მთლიანად წაიღეს საგუშაგოს დადგმის შემდგომ ეს ტერიტორია, ანუ გამოვიდა, რომ თქვენი გადაწყვეტილებით, რეალურად აბსოლუტურად უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდა ეს ტერიტორია, იმიტომ რომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დადასტურებულია „სუს-ის“ მიერ. თქვენ თუ სხვა რამე ფაქტი გაქვთ, ვიდრე „სუს-ი“ ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე დაკავებები არ ყოფილა ეს უნდა მოგემზადებინათ აქამდე. 10 თუ 12 დღეა უცხოეთში ხართ და ეს კითხვა რომ გვექნებოდა ეს არ იცოდით? დაკავებები ამ ტერიტორიაზე არ ყოფილა, საწინააღმდეგო ფაქტი თქვენ არ გაქვთ, ეს ნიშნავს იმას, რომ საგუშაგოს დგამთ იმ ტერიტორიაზე, სადაც მეტ-ნაკლებად ეფექტურად ხორციელდება კონტროლი ჩვენი მხრიდან, ხალხი იქ დადის ტყეში პრობლემა არ აქვთ, მხოლოდ ამ წლების განმავლობაში ორი ადამიანი შეაჩერეს, არ დააკავეს და ისე გაუშვეს და თქვენი გადაწყვეტილების შემდგომ ამ ტერიტორიაზე რეალურად მივიღეთ ის, რომ ვეღარ სარგებლობენ. აი ეს არის სურათი“-განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა