„როგორც ვიცით, გახარიას საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ჩართვის მზაობა აქვს, თუმცა, რამდენად განხორციელდება ეს, ხვალ ვნახავთ“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გახარიას შეეშინდა კომისიაზე ფიზიკურად დასწრების, რადგან არ არის მარტივი ჩორჩანის მაცხოვრებლებს, რომლებმაც მილიონი კვადრატული მეტრი დაკარგეს, პასუხები გასცე. „გახარიამ ვერ გაბედა კომისიის სხდომას ფიზიკურად დასწრებოდა. ისიც გვახსოვს, პირველი გამოძახების წინ რომ ამბობდა, მივალ და დავამთავრებ ამ კომისიასო. მოვიდა და ვინ დამთავრდა, კი ვნახეთ – უკვე ფიზიკურად ვეღარ მოდის. ის კომისიის სხდომაც ყველას ახსოვს, გახარიას რომ არაფერზე ჰქონდა პასუხები. შესაბამისად, განადგურდა ის და კომისიას კი ვერაფერი დააკლო. გახარიას კომისიის სხდომაზე მეორედ დასწრების შეშინდა და საზღვარგარეთ იმიტომ წავიდა. ახლა, იმედია, არ შეეშინდება და ჩაერთვება მაინც, არ შექმნის რამე ხარვეზს სპეციალურად და არ იტყვის, ვერ გიპასუხეთო. იმიტომ, რომ არ არის მარტივი, იმ ადამიანს, რომელიც იქ, [ჩორჩანაში] ცხოვრობს და დაკარგა შესაძლებლობა, მილიონი კვადრატული მეტრით ისარგებლოს, პასუხები გასცე“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.